პროექტის შესახებ

კლასი ახალი ონლაინ ექსპერიმენტია. ეს არის პროზაული სერიალი სკოლის მოსწავლეების შესახებ, რომელიც ცდილობს აღწეროს “ბავშვების” რეალური ყოველდღიურობა, მათი პიროვნებად ჩამოყალიბების ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპის განმავლობაში.

პროექტს ქმნის ორი ყოფილი ბავშვი, რომელთაც ზოგიერთი ისტორია თავად გადახდათ, ზოგი კი — მათი ნაცნობების ცხოვრებიდანაა. იდეის და ბიჭების ხაზის ავტორია საბა ლეკვეიშვილი, გოგოების ხაზზე კი სალომე ბარკერი მუშაობს.

დაელოდეთ ახალ ჩანაწერებს ან მოგვწერეთ თქვენი ისტორიები პროექტის ფეისბუქ-გვერდზე:

მედია კლასზე:

გამოცემის მასალების ნებისმიერი სახით გამოყენება, klasi.ge-ს წინასწარი თანხმობის გარეშე, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, დაუშვებელია და შესაძლოა გახდეს სამოქალაქო სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველი.