16 სექტემბერი 17 სექტემბერი 19 სექტემბერი

ჩანაწერი #8 გუგა ბუკია: არიფების უფროსი

ორი დღეა სკოლაში არ ვყოფილვარ. გუშინწინ ვერ მივიდოდი, მაგრად მცემდნენ, პაკოსთან და ლევანასთან ერთად დავრბოდი მთელი დღე, კაი ტიპები არიან, ეგრევე გვერდში დამიდგნენ, რომ ვთხოვე. ვიღაც სირ ბავშვებს წავართვით ცოტა ფული, ცოტაც უბანში შემიგროვეს ბიჭებმა და მერე დედამოტყნულ დადიანს ავუტანე სახლში. სხვანაირად ვერ გამოვძვრებოდი, ხელცარიელი რო მივსულიყავი მაგრად დამენძრეოდა. მარა გუშინაც არ წავედი, მაინც. სანამ დადიანი იმას გააბაზრებდა, რომ მე ფული მივუტანე, შეიძლება რომელიმე სხვას დაეწყო რაღაცეები. აი, ბაკურაძეა ძაან დედამოტყნული, მაგას უფრო მოვერიდე, მამენტ.

გუშინ მამაჩემს ვთხოვე არ გამიშვა-თქო. გუშინ რა, გუშინწინ საღამოს ვთხოვე, ხვალ სკოლაში არ წავალ-თქო. რატომო? რავი, მეთქი არ მინდა. დედაჩემმა, რას ქვია არ გინდაო, რას ბოდავო. მეთქი, კაი, ისევ ქუჩაში ბოდიალი მომიწევს-თქო ვიფიქრე და შევედი ჩემს ოთახში. მამაჩემი შემომყვა ეგრევე. რაღაცა ხდება და მითხარიო. ვინმესთან ჩხუბი მოგივიდაო? მამაჩემს ესმის ეგეთი რაღაცები, რაღაცებში ძაან კარგად მიგებს, მაგრამ მაინც დიდად არ ვლაპარაკობთ ხოლმე. რომ ვუთხრა სკოლაში რა ხდება და კლასელები როგორ მექცევიან, დამარიგებს და კარგ რჩევასაც მომცემს, მაგრამ ვერ ვეტყვი. ძალიან მრცხვენია. როგორ უნდა ვუთხრა მამაჩემს, რომ ვიღაც ნაბიჭვრები მცემენ, მაგინებენ, ფულს მახევენ და კაროჩე… თავიდან რომ მეთქვა კიდე ჰო, შეიძლებოდა მდგომარეობის გამოსწორება, ახლა კიდე ძაან ტეხავს. ჯობია ისევ ეგონოს, რომ ყველაფერი კარგადაა და პროსტა რაღაც ჩვეულებრივი ჩხუბები მომდის ხოლმე.

ჰო-თქო, ვუპასუხე. ბაკურაძეს ვეჩხუბე და მინდა ერთი დღე თავი ავარიდო, რო ისიც დაწყნარდეს — მეც და რამე უფრო დიდი შარი არ გაიჩითოს-თქო. კარგიო. დიდი მადლობა, რომ არ მომატყუე და მენდობიო.

მამაჩემს ძალიან უნდა ჩემთან ძმაკაცობა და მეგობრობა. სულ მთხოვს მომიყევი რაღაცებიო, მე კიდე ვერ ვუყვები, ან ხასიათზე არ ვარ ან კიდე იმის თავი არ მაქვს, რომ ტყუილები მოვიფიქრო და ისინი მოვუყვე. ძალიან მშურს იმ ადამიანების, რომლებიც ამბობენ, რომ მამებთან ძმაკაცობენ და ყველაფერში გვერდში უდგანან. მეც მასე ვამბობ ჩემს მეგობრებთან, მაგრამ სინამდვილეში მამაჩემს ძალიან უხეშად ვექცევი ხოლმე. ახლა ალბათ გაუკვირდა კიდეც, ასე გულახდილად რომ ველაპარაკე, სიტუაცია ავუხსენი და საქმის კურსში ჩავაყენე. ჰგონია, რომ სიმართლე ვუთხარი და ჩემი და მისი მეგობრობა იწყება, მაგიტომაც დამრთო ნება ხვალ სკოლაში არ წავსულიყავი. საპასუხო ნაბიჯი გადმოდგა და დამანახა, რომ მისი ნდობა შეიძლება.

დღეს თორნიკესთან აღარ დავჯექი. გადავწყვიტე აღარ ვემეგობრო. ძალიან ცუდად მექცევა… იმაზე ცუდად ვიდრე სხვები. ისინი ვიცი, რომ არაფრად მაგდებენ და მარტო ჩაგვრაზე და შეურაცხყოფაზე ფიქრობენ, ეს კიდე თან მემეგობრება, თან კიდე ასეთ რაღაცებს მიჩალიჩებს. ჩვეულებრივი ორპირი, პროჭი ბიჭია და ვსიო, მე მაგასთან აღარაფერი მაქვს საერთო.

კარებთან რომ მერხებია იქ დავჯექი, მანდ არავინ ზის ხოლმე, მასწავლებელს ვინმეს ცალკე გადასმა თუ უნდა, რომ არავინ გადაიწეროს, მანდ სვავს ხოლმე. ბერიძე შემოვიდა და არც შემიმჩნია ისე ჩაიარა, დაჯდომისას გამომხედა უცებ და ცინიკურად ჩაეღიმა. ეტყობა იფიქრა, მერამდენედ უნდა გამებუტოს, ბოლოს მაინც ჩემთან მოცუცქდებაო. ვნახოთ. ვინც ჩემდათავად ხმა გაგცეს იმის დედა მოვტყან. რომ მიხვდა არ ვაპირებდი მასთან გადაჯდომას, ზლაზვნით წამოდგა, თითქოს მოძრაობით მეუბნებოდა, “რაღას მაყენებ ფეხზე, მაინც უნდა მოხვიდე და შემეტენო და ბარემ მოდიო!” — ადრე იჯდა ხოლმე და მელოდა, ერთი ან ორი დღე არ ვურიგდებოდი, მერე ბრაზი გადამივლიდა ან თვითონ გამოდიოდა კონტაქტზე.

დღეს ეგრევე გადმოდგა ნაბიჯი. მივხვდი, რომ რაღაცა უნდოდა, თორე ისე ეგ თითს თითზე არ დაადებს. მოსული არ იყო, გამარჯობა არ ჰქონდა ნათქვამი, ბოდიშის თქმას არც აპირებდა, ეგრევე თავხედურად მაჯახა:

— მათემატიკა გიწერია?
— არა. — მკვახედ ვუპასუხე.
— ო, კარგი, ნუ იროჟები, რა. ბოლოს მაინც შევრიგდებით ხო იცი და რატო მაკვარგვინებ დროს?
— არ მიწერია მათემატიკა.
— აი, შენც ხო იცი რო შანსი არაა მაგის? აი, დედამიწაზე იმენა ყველაზე დიდ ტყუილს რო ბაზრობ, ხო იცი? — მატრაბაზობს, ვითომ სიტუაციის გალაითება უნდა.
— არა.
— აუ, კაი, ტვინს ნუ ტყნავ რა. გადამაწერინე, რა.
— არა.
— რას მახვეწნინებ, შეჩემა. კაი, ვიცი რო გაბრაზებული ხარ. გადამაწერინე და… და… ორი დღე მარტო შენ ითამაშე რაც გინდა, ვაბშე არ შეგიშლი ხელს, როცა გინდა ამოდი და რამდენი ხანიც გინდა მიუჯექი და ითამაშე.
— ყლეზე მკიდია. — ნაძალადევად გავუღიმე.
— კარგი. მაინც ვიშოვი გადაწერის პონტს, ხო იცი?
— მკი-დი-ა!
— კაი. როგორც გინდა. მარა მოხვალ შენ ჩემთან, თვითონაც ხო იცი და მერე მე ვიქნები გაბრაზებული და ვნახოთ რასაც მიიღებ.

კაპანაძესთან მივიდა. ძაან ბოროტი ბიჭია და ჩემს თავზე მეშლება ნერვები ამას რომ მეგობრად ვთვლიდი აქამდე. ქეთის უყვარს და ეს კიდე იმენა ბოროტად სარგებლობს. ხან რას თხოვს და ხან რას. ესეც დებილივით უსრულებს, არ ვიცი რა ჰგონია, ამას შეუყვარდება თუ რა იქნება. ძაან მეცოდება. ეს სულ დასცინის და რაღაცებს უჩალიჩებს ხოლმე. ერთხელ რაღაც ფურცლის ნაგლეჯზე წააწერა “გოგო, მგონი ბერიძეს კაპანაძე უყვარს” და მერხის გვერდით დაუგდო. ამან დღემდე არ იცის, რომ მაგის გაჩალიჩებულია. ერთი კვირა ისეთ კარგ ხასიათზე დადიოდა სკოლაში, მსოფლიოში ყველაზე ბედნიერი ადამიანი იყო. ბოლოს მიხვდა, რომ ვიღაც ეღადავა და მერე სამი კვირა დეპრესია ჰქონდა. რომ გაიგოს, რომ თორნიკემ უჩალიჩა და შორიდან დასცინოდა, ძაან ეწყინება, მაგრამ მაინც არ გადაუყვარდება.

დარწმუნებული ვარ ბოლოს სულ მარტო დარჩება, აღარც მეკოს ეყვარება და აღარც ძმაკაცი დარჩება გვერდით. ვაბშე, ესენიც არ ეძმაკაცებიან. ახლოს არც ერთთან არაა, იმინა ისეთი ძმაკაცობა აქვთ, პროსტა, ვიღაცამ რამე რო თქვას ერთზე — მეორემ რო უნდა დაარტყას, თორე ერთნაირი რაღაცებიც კი არ ევასებათ. აი, როგორც დადიანი და ბაკურაძე არიან ან რაზმაძე და კაჭარავა, ეს ვაბშე მარტოა. ერთი მე ვეძმაკაცებოდი და მეც მომიმდურა საბოლოოდ. ბოლოს თვითონ რო მომადგება და შემეხვეწება შემირიგდიო, ძალიან გვიანი იქნება.

დასვენებაზე დადიანმა და ბაკურაძემ დამიძახეს, მთელი კლასის ბიჭები ჰყავდათ შეკრებილი, რამდენიმეს გარდა. რომ მივუახლოვდი დადიანი წრეს გამოეყო, ხელი გადამხვია და სიტყვით გამოსვლა დაიწყო.

— დღეიდან, ბუკია იქნება თქვენი უფროსი. ჰო, ბუკია?
— ვისი უფროსი?
— აი, ამათი, არიფების უფროსი, რა!
— ყლეების ბრიგადირი — ბაკურაძის ნათქვამზე ყველას გაეცინა.
— არა.
— გაწინაურებ ბიჭო, არ გინდა?
— არა!
— ე, ეს უმადური ნახე რა. — ჩაერთო რაზმაძე.
— კაროჩე, ბუკია, დაეთანხმე ჩემს შემოთავაზებას და მერე, თუ კიდე კარგად მოიქცევი, გამოგასწორებთ და მერე იქნება დაგიძმაკაცოთ კიდეც.
— არა, ნიჭი აქვს, ძმაო. — “შემაქო” ბაკურაძემ.
— ჰე, ბუკია, აირჩიე ეხლა, ქურდებში ყლე გინდა იყო თუ ყლეებში ქურდი — რაზმაძის რეპლიკას ყურადღება არ მივაქციე. დადიანი ისეთი სახით მიყურებდა, გეგონება დიდი საქმე გამიკეთა და ჩემგან მადლიერებას ელოდა.
— კაროჩე, არ გინდა? — მკითხა დადიანმა
— აუ, შემეშვი რა, ლაშა!
— შეგეშვა? კაი! შე მართლა უმადურო! ვიფიქრე, მეთქი ამათაც დაიხმარს ფულის აგროვებაში რო თვითონ არ იწვალოს-თქო და ეს კიდე ნახე, რა. ჰოდა, თუ მასეა ბუკია, შემდეგ 20 ლარს მოიტან იმ კვირას, პარასკევამდე გაქვს ვადა. თუ არადა, ხო იცი რაც მოგივა?
— კი.
— ვსიო. ნახუი აქედან.

სანამ ამას ფული ჭირდება, ეს და ბაკურაძე არაფერს დამიშავებენ, ჰა-ჰა ერთი-ორი რაღაცა ყლეობა მითხრან. ისიც თვალში თუ არ შევეჩხირები მაგასაც გადავრჩები ალბათ. ეს ორი თვე დრო მაქვს და მერე კიდე გამოჩნდება რაღაც.

კომენტარები
20 სექტემბერი 4 ოქტომბერი 6 ოქტომბერი 8 ოქტომბერი 9 ოქტომბერი 10 ოქტომბერი 11 ოქტომბერი 12 ოქტომბერი 14 ოქტომბერი 15 ოქტომბერი 16 ოქტომბერი 17 ოქტომბერი 18 ოქტომბერი 19 ოქტომბერი 20 ოქტომბერი 25 ოქტომბერი