16 სექტემბერი 17 სექტემბერი 19 სექტემბერი 20 სექტემბერი 4 ოქტომბერი 6 ოქტომბერი 8 ოქტომბერი 9 ოქტომბერი 10 ოქტომბერი 11 ოქტომბერი 12 ოქტომბერი 14 ოქტომბერი 15 ოქტომბერი 16 ოქტომბერი 17 ოქტომბერი 18 ოქტომბერი 19 ოქტომბერი 20 ოქტომბერი

ჩანაწერი #31 გუგა ბუკია: ლივლივი

გამიგია, რომ პირველი მოწევისას არ აბოლებსო. სულ მიკვირდა ეგ, როგორ შეიძლება პირველი მოწევისას არ დააბოლოს და მეორე მოწევისას — კი? ორგანიზმი ეჩვევა თუ რა ხდება? მაშინ ღვინოს რატო ათრობს პირველივე დალევისას? პირველი ნაპასი რომ გამოვარტყი არც ვიცოდი რას უნდა დავლოდებოდი. მიხვდებიო, ასე მითხრა ლევანამ და თვითონაც გამოარტყა. მერე ბოთლი პაკოს გადააწოდა, პაკომ ვიღაცას, მერე კიდე ვიღაცას, იმან კიდე ვიღაცას და მერე ისევ ჩემთან მოვიდა. დაახლოებით ნახევარი საათი დაჭირდათ, რომ 5 კაცს გამოერტყა ნაპასი. არადა მე ერთი 20 წამი დავხარჯე სულ. შეიძლება არასწორად ვქენი, არ ვიცი.

— ამას აღარ უნდა! — თქვა ლევანამ და ჩემსკენ გამოწვდილი ბოთლი თვითონ აიღო.
მინდოდა მეთქვა, მინდა, არ დამაბოლა-თქო, მარა ძაან დამეზარა. ვიღაცის საწოლზე ვიწექი, ფეხები ამოვწიე და მოვიკუნტე, ძაან გამისწორდა. ყველა კუნთს ვგრძნობდი და თან ისეთი შეგრძნება მქონდა, რომ ძალიან მსუბუქად ვიყავი. ერთი რაც მაგრად არ დამევასა პირი გამიშრა მთლიანად. პირი კი არა მგონი ყველაფერი გამიშრა, თვალებიც გამიშრა და სისხლიც გამიშრა მგონი.

— წყალი დამალევინე რა. — ვთხოვე ლევანას. მომაწოდა. მოვიყუდე და მგონი ერთი ორი ლიტრა დავლიე. ძაან გამისწორდა, ცოტა აზრზე მოვედი, თვალებიდან გამოვიხედე და მივხვდი, რომ “პირველად არ აბოლებს” მაგარი ტრუხა თემაა.

— კარგად ხარ? — მკითხა პაკო. თანხმობის ნიშნად თავი დავუქნიე და ისევ მივწექი. უცებ ძაან მომინდა გამეხსენებინა სად ვიყავით. ვიღაცასთან ავედით, პაკოს თუ ლევანას ძმაკაცთან თუ ნაცნობთან თუ ახლობელთან. რაიონიდან არის ეს ბიჭი, აქ სწავლობს და მარტო ცხოვრობს ნაქირავებში თუ რაღაც ეგეთი, მაგრამ სახელი ვერაფრით გავიხსენე. მოსაწევიც სოფლიდან ჰქონდა ჩამოტანილი, ბიჭებს სულ აწევინებს ხოლმე.

— აუ, ეხლა რო ძაღლები დაგვადგნენ, მაგრად დაგვენძრევა, ხო? — მგონი ლევანას ხმა იყო.
— აუ, რა ძაღლები ტო, რატო უნდა დაგვადგნენ? — ძაან შემეშინდა, ახლა რო დავეჭირე ძაან დამენძრეოდა. ნუ ახლა რა, პრინციპში როცა არ უნდა დავეჭირე ყოველთვის მაგრად დამენძრეოდა, მარა მოსაწევის გამო 7 წელი ციხეში ძაან ყლეობაა.
— არ დაგვენძრევა, მოწევაზე არაფერი არაა, ჯარიმა და ეგაა. — ვინ იყო არ ვიცი. რამდენიმე ტიპი ვაბშე დღეს გავიცანი, აქ, სანამ მოვწევდით.
— ე, ბიჭო, რას აიზმენებთ კაცს?! რა ძაღლები საიდან უნდა დაგვადგნენ, ღადაობთ? — პაკო მე მომიტრიალდა — კაროჩე, ერთ რამეს გეტყვი ახლა და დაიმახსოვრე. აი, მოწეული როცა გაიჩითები ხოლმე, იქ ყოველთვის იქნება ვიღაც იზმენა მასტი, რომელიც იტყვის რო აუ, ძაღლები და რამე. მარა ყლეზე დაიკიდე, არასოდეს არ მოდიან ეგენი. ნუ ეხლა ქუჩაში თუ იბოდიალებ და სახეში დაუწყებ რაღაცების ფრიალს, მერე დაგენძრევა და ასეთ პონტებში არა. გაიგე?

თავი დავუქნიე.
— აუ, მშია. შეჭამთ რამეს?
— შაურმა მინდა — წამოვიძახე, არც გავნძრეულვარ.
— აუ, შარუმა და ის კიდე, მომინდომა. შპროტი მაქვს და მოვიტან გავხსნათ და ვჭამოთ, ძმაო. — აი, ის ბიჭი, ვისი სახლიცაა, ადგა და გვერდით ოთახში გავიდა. ერთ ნახევარ საათში შემობრუნდა და სამი ცალი შპროტი, თეფშები, ჩანგლები და პური მოიტანა. ძაან მეზარებოდა ადგომა, მარა თან ძაან მშიოდა. წამოვჯექი და ცოტა თევზი დავიდე თეფშზე და ბევრი ზეთი დავისხი. ყველაზე გემრიელი საჭმელი იყო მსოფლიოში, ასე მაგრად არასოდეს გამსწორებია ამდენი ცხიმი და რაღაც პატარა, ჭიჭყინა თევზები.

ჭამას რო მოვრჩით, ლევანა კომპიუტერს მიუჯდა, მუსიკას ჩავრთავო. იუთუბზე შევიდა და რაღაც რუსული რეპი ჩართო. მაგრად არ მევასება ეს რუსული რეპი და რატო მოსწონს ხალხს, იმინნა ვერ ვხვდები. კიდე ფრანგული რეპი რო მოსწონთ, მაგი ხო საერთოდ. აქ შეიძლება რამე მაინც გესმოდეს და იქ კიდე გარითმული ღ-ების მეტი არაფერი არაა.

— რამე პრიკოლები ჩართე, ძმობას გაფიცებ. — სთხოვა სახლის პატრონმა.
— რა პრიკოლები? რა ვიცი მე პრიკოლები.
— პირდაპირ ჩაწერე პრიკოლები და ამოგიყრის ათას ყლეობას.
— კაი, ჰა.

მე ერთი ქილა შპროტი და ნახევარი პური შევჭამე და ისევ მივეგდე. ესენი რაღაცებს უყურებდნენ, იცინოდნენ და ტვინს ტყნავდნენ. “ნახე რა უქნა!” “აუ, რა სირია!” და რაღაც ეგეთები მესმოდა. ყურადღება არ მიმიქცევია, ჩემთვის ვიწექი და რაღაცებს ვამუღამებდი. უცებ მივხვდი, რომ თან თავი მტკიოდა, მარა ვაბშე არ მაწუხებდა, რაღაცნაირად, ძაან უცნაურად თითქოს მსიამოვნებდა კიდეც. მერე რიტმს დავუმუღამე და სამ წამში ერთხელ, ბუმ, ბუმ, ბუმ, თითქოს ვიღაცა ნელა მირტყამდა საფეთქელში, ოღონდ შიგნიდან.

— კარგად ხარ? — მომიჯდა პაკო.
— კი, კაცო, ჯიგრულად. პროსტა, ცოტა მომეძინასავით.
— ჰო, ეგრე იცის, ნელ-ნელა გამოდიხარ და მაგიტომ.
— აქ ის პონტი არაა, ხო?
— რა პონტი?
— აი, რო იძინებ და რო კვდები.
— არა. — გაეცინა. — ეგ ბიოზეა.
— და წამალზე — ვიღაცამ გამოგვძახა.
— და წამალზე. — გაიმეორა პაკომ.
— ბიჭო, აი რაღაცნაირად თან მოთენთილი და დაღლილი ვარ და თან იმინა თითქოს ძაან დასვენებული.
— ასწორებს ხო?
— მაგრად.
— ძილზე ვაბშე მაგარი თემაა ეგ. აი, ვერ ვიძინებ ხოლმე რა, მიჭირს ვაბშე დაძინება და ათხადნიაკში…
— ეგ რა არის?
— რა?
— ათხადნიაკი
— აი, რო გამოდიხარ რა — კიდევ გაეცინა.
— ჰო. იასნა.
— ჰოდა, ათხადნიაკში, იმინა რო დავდებ თავს ბალიშზე, ეგრევე მეძინება, ბოზისშვილი ვიყო.
— ასწორებს.
— აუ, ბიჭო რაღაც ყლეობებია, შეჩემა, რა პრიკოლები, გამო რა მუსიკა ჩამართვევინე. — თქვა ლევანამ.
— რა არ მოგწონს, შეჩემა? ძაან სასაცილო ვეშებია.
— კაი, სასაცილო არა ყლე, რა ყლეობებს მაყურებინებ. 700 წლის წინანდელი ვიღაცა როგორ ეცემა და ან ეს რუსული ყლეობები რა ვიცი მე, ვაბშე რუსულის გარტმაში არ ვარ.
— კაი, ჩართე რაც გინდა.
— მე მაქვს მაგარი პრიკოლი ტელეფონში. — ვთქვი მე.
— აბა?
— ნუ პრიკოლი რა მამენტ… ჩხუბია რა.
— ჩხუბების მეტი რა არის აქ ბიჭო?!
— ეს ქართულია და თან ახალია, არსად არ დევს, მარტო მე მაქვს და ერთ კაცს.
— საიდან გაქვს?
— ჩემი კლასელები არიან, ერთმანეთს უტყნავენ დედას — უცებ სიცილი წამსკდა, ვეღარ ვჩერდებოდი. — ჰოდა… აუ, გამოყლევდები რო ნახავ… — გადავბჟირდი, ისეთი შეგრძნება მქონდა, რომ თითქოს სხვა სივრცეში გადავვარდი და ამ დროს ჩემი სიცილი სადღაც შორიდან მესმოდა. მერე უცებ ამოვისუნთქე და ისევ იქ დავბრუნდი სანამ მანამდე ვიყავი. — ჰოდა, კაროჩე, ერთმანეთს ცემენ, კაროჩე, აი ნახე რა.

ტელეფონი ჯიბიდან ამოვიღე, ვიდეო ვიპოვე, ჩავრთე და პაკოს მივეცი. ყველა მოვიდა და ერთად დაიწყეს ყურება. მე ისევ ვეგდე ჩემთვის, ისევ მომეძინა და აღარც მიცდია გამოფხიზლება. ძაან კარგი იყო მოწეულზე ძილი, მეგონა სადღაც ტალღებში ვიყავი და დავლივლივებდი, თან თავბრუ კი არ მეხვეოდა, როგორც მთვრალზე, არა აი, ძაან საკაიფოდ და წყნარად ვიყავი. თან ისიც მახსენდებოდა, რომ მოწეულზე ძილისგან არ მოვკვდები. მთავარია ბიო ან წამალი არ მქონდეს მიღებული და დანარჩენი მეკიდა. დასიზმრებით არაფერი დამსიზმრებია, პროსტა რაღაც ფერები იყო. მგონი მწვანე და თამბაქოსფერი. ამათი ხმაც შორიდან ექოდ ჩამესმოდა. “მაივიდეო.” “კაი, ტეხავს,” “ყლეზე დაიკიდე” და მგონი რაღაც ასეთები.

კომენტარები
25 ოქტომბერი