16 სექტემბერი 17 სექტემბერი 19 სექტემბერი 20 სექტემბერი 4 ოქტომბერი 6 ოქტომბერი 8 ოქტომბერი 9 ოქტომბერი 10 ოქტომბერი 11 ოქტომბერი 12 ოქტომბერი 14 ოქტომბერი 15 ოქტომბერი 16 ოქტომბერი 17 ოქტომბერი 18 ოქტომბერი 19 ოქტომბერი

ჩანაწერი #30 ბექა რაზმაძე: ორ ცეცხლს შუა

ყველაზე მეტად რასაც არ ველოდი, ბუკიას ზარი იყო. ტელეფონში მისი ნომერი არ მიწერია, უცნობ ნომრმებს არ ვპასუხობ ხოლმე და ამიტომ დავაიგნორე რამდენჯერმე, მერე მესიჯი მომწერა, გუგა ვარ და აიღე, საქმე მაქვსო. ვუპასუხე. შენთან ძალიან მნიშველოვანი საქმე მაქვს და იქნება გამოხვიდე და მნახოო. უარი ვუთხარი. ჯერ ერთი ძალიან ცუდ ხასიათზე ვიყავი და მეორეც უეჭველი რაღაცას მიჩალიჩებდა ალბათ. ეტყობა ბექაური ადგა ფეხზე და ჩემი ცემა ჰქონდათ გადაწყვეტილი. დადიანის ამბების მერე საერთოდ აღარ მქონდა ვინმესთან ან ჩხუბის ან რამე გარჩევების თავი და ნერვები.

ვაბშე ამ სიტუაციაში როგორ უნდა მოვიქცე აღარც ვიცი. სახლში ცალკე პრობლემები მაქვს, მართალია დედაჩემმა არაფერი უთხრა მამაჩემს, ძალიან ცუდად დამთავრდებაო და ამიტომ არ ვეტყვიო, მარა მეორეს მხრივ ეშინია რო გასკდეს ეგ ამბავი მერე იტყვიან მიჩქმალეს ეს ამბავიო. არადა რატის დედამ თუ იცის, აწი აღარც დაიმალება. ის ქალი ძალიან ჭორიკანაა, რაღაცებს თავისი ფანტაზიით მიამატებს და მოსდებს მთელს ქვეყანას. ამიტომ დედაჩემს ვთხოვე იქნება შენ შეაპარო მამას, ისე რო ძალიან არ მეჩხუბოს-თქო. რამეს მოვიფიქრებო, შემპირდა.

ბუკიამ კიდევ რამდენჯერმე დამირეკა, არ ავიღე. მერე მესიჯიც მომწერა.

“ბიჭო, აიღე, საქმე მაქვს!”
“რა გინდა?”
“სალაპარაკო მაქვს რაღაცა და მინდა რო ნახო.”
“არ მცალია. სკოლაში მნახე თუ ნახვა გინდა.”
“სკოლაში არ მინდა. იქ ვერ დაგელაპარაკები ამ თემაზე.”
“ჰოდა, ვერც მე დაგელაპარაკები სხვაგან ძმაო.”
“რა იყო ბიჭო, რამეს კი არ გიზამ, გეუბნები სალაპარაკო მაქვს-თქო!”
“შენ რა უნდა მიქნა, ბიჭო?”
“არც არაფერი, ჰოდა. გეუბნები მნახე.”
“არა. სკოლაში მოდი და იქ მნახე.”
“კაი, თუ მასეა სახლში დაგადგები და გამო გარეთ. შენი სახლის წინ დაგელაპარაკები თუ ეგრე არ გინდა გამოსვლა.”
“არ მცალია.”

დადიანსაც მასე სახლში დაადგნენ ეგენი და კი გაიგდეს მერე. მომინდომა ბიჭმა, სათითაოდ დაპადიეზდებები. ბაკურაძეს დავურეკე. დაიკიდეო, თუ მოვა არ გახვიდე, ტელეფონი გათიშე და ჩემს ფეხებს გნახავსო. სკოლაში რო მოვა იქ ვნახოთ ერთადო. ახლავე მინდოდა გამოსულიყო და ბარემ დავხვდებოდით სასტავი და კიდევ ერთხელ გავლახავდით მაგ ნაბიჭვრებს, მარა ამან არაო. ახლა სახლიდან ვერ გამოვალ ჩემები არ მიშვებენო. ტელეფონის გათიშვაც არ მინდოდა, ბუკიას პონტში ტელეფონის გათიშვა რაღაც პონტში მაგრად გამიტყდა.

ფანჯრიდან გადავიხედე, ეზოში ბირჟა იყო. დედაჩემს ვთხოვე ეზოში ჩავალ ცოტა ხნით და ამოვალ-თქო. თავიდან არ მიშვებდა, დასჯილი ხარო, მარა მერე ძალიან ვთხოვე და ცოტახნით გამიშვა.

უბანში ეგრევე ბირჟასთან მივედი. ჩემი ძმაკაცები არ იყვნენ გარეთ, დიდები იყვნენ მარტო და ვთხოვე, რომ ვიღაც ტიპი უნდა მოსულიყო, რომელსაც რაღაცა სახიპიშო ქონდა ჩემთან და დამეხმარეთ-თქო. იასნია, ეგრევე დამთანხმდნენ. ჯერ უბნის პონტშიც არ მოსულა რო არ დამეხმარონ და მერე მამაჩემის პონტში სულ ტრაკში მიძვრებიან.

ბირჟიდან ცოტა მოშორებით დავდექი. რო მოვლენ იმათთან ერთად რო დამინახავენ შეიძლება ვეღარ გაბედონ მოსვლა-თქო. ჩემს პონტში მარტო დაველოდები და თუ გაიჩითნენ მერე ამათაც დავუძახებ-თქო. იქვე ტროტუარზე ჩამოვჯექი და ბუკიას მესიჯიც მოვიდა.

2 წუთში მანდ ვიქნები და ჩამო.”
“გარეთ ვარ, უბანში, ჩემს კორპუსთან და მოდი.”
“ოკ.”

ორ წუთში არა, მარა ძალიან მალე მოვიდა. მარტო იყო. ძაან გამიკვირდა, მარა ვიფიქრე ალბათ ესეც ჩემს პონტში ჩალიჩობს, რო ვითომ მარტოა, სადმე გამიყვანს და მერე იქ დამცხებენ-თქო. დამინახა და მომიახლოვდა.

— რას შვები?
— არაფერს. გელოდები, რა.
— რა იყო, ბიჭო, რა პანიკები ამიწიე?
— რა პანიკები?
— აბა, საქმე მაქვს-თქო და იმინა ლამის ტირილი დაიწყე.
— შენ შიგ ხო არ გაქვს, ბუკია, რა დღეში ხარ? — ბუკიამ ირონიულად ჩაიღიმა, ძაან დიდ გულზე იყო.
— წამო, წამო, რაღაც უნდა გაჩვენო — მითხრა მან და შეტრიალდა.
— მოიცა, ერთი წამი, აგერ ბიჭებს დავუძახებ და ვიბაზროთ, ძმაო.
— ვინ ბიჭებს დაუძახებ?
— ჩემს ძმაკაცებს, უბნელებს. დიდები არიან და დავიბაზროთ. — ამის გაგონებაზე კიდევ ჩაეღიმა.
— რა იყო ბიჭო, მართლა რა პანიკებში ხარ? მარტო ვარ, ნუ გეშინია არ ვაპირებ შენს გალახვას. დადიანს თავის პონტში მოხვდა მოსახვედრი შენთან პირადი საქმე მაქვს და წამო. დამიჯერე, შენთვის უკეთესია თუ მარტო წამოხვალ და სხვა არავინ შეესწრება ჩვენს ბაზარს.
— და რა საქმეა, მითხარი აქვე, ძმაო.
— აუ, კაროჩე. გუშინდელი ამბავი, დადიანთან და ბაკურაძესთან რო მოგივიდა.
— რა მომივიდა. — ჟრუანტელმა დამიარა.
— აუ, თავს ნუ იყლევებ. კაროჩე, ჩემმა ერთმა მეგობარმა ეგ თემა ტელეფონზე ჩაიწერა და მომცა. — თვალებზე ცრემლები მომაწვა და ძლივს შევიკავე რო გამწარებისგან ტირილი არ დამეწყო. — შორს კი არ გეპატიჟები, აგერ სკამზე დავსხდეთ, დაგებაზრები და წავალ. ნუ გეშინია, მაგათ ნაირი ნაბოზარი არ ვარ მე. მოდი, მოდი.

კორპუსის წინ სკამზე ჩამოვსხედით. ბუკია გვერდულად იჯდა და ცინიკური ღიმილით მიყურებდა. რამდენიმე წუთი ჩუმად ვისხედით, ძაან უსწორებდა სიტუაცია, რომელშიც გამომიჭირა.

— ჰე, თქვი ახლა! — ვუთხარი მე.
— კაროჩე. გაჩვენო?
— არ მინდა.
— აი, შენ რო წახვედი იმის მერე რა მოხდა, მაგ ნაწილს გაჩვენებ არ გინდა?
— არ მინდა.
— მაშინ მოგიყვები. კაროჩე, ბაკურაძემ იმინა თავის თესლური გეგმები ააწყო. ნუ გავუტრაკებთო, ისაო, ესაო და კაროჩე ვითომ ვეძმაკაცოთ და ამ დროს კიდე მოვწველოთო. მოდი გაჩვენებ მაინც, მერე რო არ იფიქრო რო გატყუებ. — სიტყვა დამთავრებული არ ჰქონდა ტელეფონზე ვიდეო ჩართო, პლეიერი ოდნავ გადაწია და გამომიწოდა.

ძაან დავიბენი. თან გამწარებული ვიყავი, თან მეტირებოდა, ორივეს დავხოცავდი ახლა რო აქ ყოფილიყვნენ. მერე იმ ნაბიჭვარ კაჭარავასაც ზედ დავაკლავდი და ბუკიასაც ზედ მივაყოლებდი. უცებ თავი ვეღარ შევიკავე, ცრემლები წამსკდა და სკამიდან წამოვხტი.

— დავლეწავ ახლა ამ ყლეობას და ყლეზე მკიდია, გაიგე, ბიჭო?
— კომპიუტერშიც მაქვს ეგ ვიდეო. დალეწავ და დავდებ იუტუბზე და მაივიდეოზე და მერე ვის ეკიდება ყლეზე მაგასაც ვნახავთ. — მომიგო ბუკიამ მშვიდად.
— რა ყლე გინდა ბიჭო, შიგ ხო არ გაქვს? — თან ცრემლები მდიოდა და თან ვსლუკუნებდი.
— დაწყნარდი ბიჭო და ნუ პანიკობ ყლექალასავით რა. დაეჯვი და ნუ შემიყარე აქ მთელი უბანი.

დავჯექი, ცრემლები სახელოთ მოვიწმინდე. მთელი სხეული მიფეთქავდა და ასე მეგონა, რომ საფეთქლები დამისკდებოდა. რა უნდა მექნა არ ვიცოდი. ეს ისეთი დედამოტყნულია და თან ჩემზეც აღრენილი იყო, რომ უეჭველი ატვირთავდა სადმე.

— დაწყნარდი? — თანხმობის ნიშნად თავი დავუქნიე. — ხედავ რა დედამოტყნული ძმაკაცები გყავს?
— არ არიან ეგენი ჩემი ძმაკაცები.
— ჰო, მე რო მიყლისძირებდით მაშინ კარგი ძმაკაცები იყვნენ!
— იყვნენ, ჰოდა, ახლა აღარ არიან.
— ძაან კაი.
— რა გინდა?
— რა მინდა და ბაკურაძეს უნდა მოვუტყნა პატრონი. დადიანსაც. შენც ხო ეგ გინდა? — თავი დავუქნიე. — ჰოდა ვსიო. კაროჩე, ტვინი არ მოტყნა რა.
— რა პონტში?
— რა პონტში და ამათ მაგრად დაენძრევათ, ჰოდა, შენ პროსტა არ ჩაერიო, შენგან მეტი არაფერი მინდა. დაჟე უფრო მაგარ რამეს გეტყვი. ეძმაკაცე ამათ, ვითომ არაფერი იცი და მერე როცა საქმე საქმეზე მიდგება ერთად მოვუტყნათ მოსატყნავი. მოსულა?
— რა ვეძმაკაცო, ბიჭო, შიგ ხო არ გაქვს? ამათ როგორ ვეძმაკაცო, ბოზისშვილი ვიყო თუ არ დავხოცო ორივე!
— ე, დაწყნარი და ტვინს ნუ ტყნავ რა. რასაც გეუბნები გაიგე. იდვიჟენიე ამათთან ერთად, ვითომ არაფერი იცი და ვსიო. დანარჩენი მე ვიცი. რამე ყლეობა არ ქნა იცოდე, თორე ატვირთული მაქვს უკვე ეს ვიდეო და ეგრევე გამოვაქვეყნებ, ერთი კლიკია დარჩენილი. გაიგე?
— ჰო.
— კაი, წავედი. დავაი.

აი, ყველაფერს ვიფიქრებდი, მარა ეს ნაბიჭვარი ბუკია თუ ასეთი დედამოტყნული იქნებოდა ვერა.

 

კომენტარები
20 ოქტომბერი 25 ოქტომბერი