16 სექტემბერი 17 სექტემბერი 19 სექტემბერი 20 სექტემბერი 4 ოქტომბერი 6 ოქტომბერი 8 ოქტომბერი 9 ოქტომბერი 10 ოქტომბერი 11 ოქტომბერი 12 ოქტომბერი 14 ოქტომბერი 15 ოქტომბერი 16 ოქტომბერი 17 ოქტომბერი 18 ოქტომბერი

ჩანაწერი #29 შოთა ლომიძე: შანტაჟი

ბუკიასთან პირველად ვიყავი სახლში. მე და ის არასოდეს ვმეგობრობდით, შესაბამისად არასდროს დავუპატიჟებივარ თავისთან. დაბადების დღეებსაც ძირითადად ცენტრებში იხდიდა ხოლმე და იქაც სულ რამდენჯერმე ვარ ნამყოფი.

კარი დედამისმა გამიღო, თავის ოთახშია და შედიო. არადა ხო ვთხოვე გამოდი და შენ შემიყვანე მეთქი, არ ვიცნობ დედამისს ნორმალურად და ძაან მრცხვენია.

— მოდი. — მითხრა გუგამ, ისე რო არც შემოუხედავს.
— გაიგე? — გვერდით მივუჯექი, კომპზე რაღაცას თამაშობდა.
— რა?
— რაზმაძე რო ცემა დადიანმა.
— არა?! როდის?
— დღეს.
— არა. ვაბშე არ გამიგია არაფერი. ვინ გითხრა?
— არავის არ უთქვამს, დავინახე.
— ვა, მომიყევი აბა.
— კიბეებთან ყავდა გაყვანილი დადიანს. მე ზემოდან მოვდიოდი და მაგ დროს გავიგე და აღარ ჩამოვედი, მეთქი მეც არ მომიტყნას ტვინი რამეზე და კაროჩე დავრჩი ზემოთ. თან მაინტერესებდა რას ეტყოდა და რა ბაზარი იყო ვაბშე. ეგ, რაზმაძე და გოგოლაძე იყვნენ. ჰოდა, ცემეს.
— გოგოლაძემაც?
— არა, დადიანმა მარტო.
— იმ გაბაზრების ამბავზე?
— მოიცა, გაჩვენებ.
— რას?
— ვიდეოს. გადავიღე.
— რა გადაიღე? არ გამომაყლევო! — სახე გაებადრა ბუკიას.
— აჰა და ნახე. — ვიდეო ჩავრთე და ტელეფონი მივაწოდე.

ბუკია გაბრწყინებული თვალებით უყურებდა ვიდეოს და შიგადაშიგ აღფრთოვანებას გამოხატავდა.

— ეს ბაკურაძე, რა განდონია, იღადავე. კაჭარავას აბრალებს პირიქით. აუ, რა ნაბოზარი ბიჭია.
— მოიცა, ჯერ სად ხარ, ბოლომდე ნახე.

— რა ვუყოთ ახლა ამას? — მკითხა ბუკიამ და ტელეფონი გამომიწოდა.
— არ ვიცი. მე ვიფიქრე, რომ ხო არ ავტვირთოთ სადმე-თქო.
— ბიჭო… მამენტ იდეაა ეგ, მარა რაღაცა… არ ვიცი რა. კაი მასალაა და ეგრევე ატვირთვა ისეთი თემაა. მერე? კაი გაუბაზრდება ამ ყლეს ეს თემა. თანაც მაგას არ მიეჯმევა ისე ძალიან, პირიქით შეეცოდება ხალხს, დადიანს და ბაკურაძეს დაენძრევათ ბაზარი არაა. მარა…
— ამას მეტი რაღა უნდა დაეჯვას? ყლეზე არ გკიდია ამას ვინ რას დააჯვამს? წარმოიდგინე რა დედა მოეტყნება ამ ვიდეოს რო ნახავს ინტერნეტში.
— თავი არ დაიბრიდოს.
— დაიბრიდოს და დაიბრიდოს მაგის დედაც მოვტყან.
— შიგ ხო არ გაქვს შენ?
— არა. ყლეზე მკიდია ეგენი ყველა.
— რა გკიდია? იმინა გინდა რო მოკვდეს? აი, ასე, აიღოს და თავი მოიკლას?
— ნუ ახლა…
— არ უნდა მაგას ნუ ახლა. მეორეც კიდე მაგაზე სროკია.
— რაზე? ატვირთვაზე?
— არა. თვითმკვლელობამდე მიყვანაზე.
— რა იცი შენ მაგაზე სროკია თუ არა?
— სტატიებს არ კითხულობ, ბლიად? ყველაფერზე მაგ მუხლით ძრავენ საქმეს, ვაბშე ყველაფერზე და მართლა თვითმკვლელობამდე მიყვანაზე ხო წარმოგიდგენია როგორ დაგვენძრევა? თან მამამისი იჩალიჩებს და ვსიო.
— აბა რა ვქნათ?
— არ ვიცი. მოვიფიქრებ რამეს. გეჩქარება სადმე?
— კი, მეჩქარება, მინდა, რომ მალე მოეტყნათ დედები.
— მოვიფიქრებთ რამეს.
— ბაკურაძე გვინდა და ეგ მოიფიქრებდა რამე დედამოტყნულობას.
— რა ჩემს ფეხებად მინდა ბაკურაძე, მოვიფიქრებ მე თვითონაც. ბაკურაძე არა ყლე. — მგონი გაუტყდა. არადა ბაკურაძე მაგარი შენძრეულია, ეგრევე მოიფიქრებდა რა შეიძლებოდა გვექნა ამით და ყველაფერს საკაიფოდ გამოიყენებდა.
— ბიჭო და შანტაჟი რო მოვუწყოთ?
— ვის? რაზმაძეს?
— ჰო.
— შეიძლება. ჰმ… — ბუკია ჩაფიქრდა. — და ფული გამოვართვათ?
— არ ვიცი. შეიძლება ეგეც.
— არა ფული ყლეობაა, ფული რად გვინდა? თან რამდენი უნდა მოგვცეს რო?
— გონზე არ ვარ.
— არა, გეუბნები, არაა სიჩქარე საჭირო რა. ვაბშე, მაგარ გეტყვი. შევინახოთ ეგ ვიდეო. მეილზე გადმომიგდე ვაბშე ჩემთანაც იყოს, რა იცი და ტელეფონი გაგიფუჭდეს ან დაგივარდეს ან რამე, რო არ დაიკარგოს. ჰოდა, აი, ესენი რო წააბლატავებენ და იასნია ამათი ტრაკით ეგ მაგრად იბლატავებს, მერე დავუდოთ და მერე უფრო მოეტყნება დედა.
— თუ დადება ახლავე დავდოთ მაშინ.
— არა, ვა! დადებას თუ გადავწყვეტთ მერე ჯობია კაკრაზ, როცა წაბლატავებული იქნება, მაგ დროს უფრო დაენძრევა. ყველას მაგარ ტიპად რო მოაჩვენებს თავს და ბაკურაძის და დადიანის ძმაკაცი რო იქნება, ვითომ და ამ დროს რო თურმე ესენი წველიან და კაროჩე. იმინა სერიოზული თემა იქნება.
— ახლაც სერიოზული თემა იქნება.
— კი, ახლაც იქნება, მარა მერე უფრო სერიოზული იქნება.
— ჰო, კაი, როგორც გინდა.
— აუ, რატო ტყნავ ტვინს? თუ დადება გინდოდა დაგედო პირდაპირ მე რაღაც მეკითხებოდი აბა? თუ მეკითხები გეუბნები როგორც იქნება უკეთესი თუ არა და ჰა, შენი არაა ეგ ტელეფონი მიდი და დადე ახლავე და გადავაშეარებ კიდეც. მეტი რა გითხრა?
— კაი-მეთქი, ვა, გითხარი რამე?
— ჰოდა, ვსიო.
— კაი, გავედი მე.
— კაი, გადმომიგზავნე ეგ ვიდეო, მართლა არ წაგეშალოს ან რამე არ მოუვიდეს. მომე ვაბშე ახლავე გადმოვიგზავნი მე. — ტელეფონი მივაწოდე. — ვსიო. კაი, მიდი.
— არ გამაცილებ?
— რად გინდა გაცილება? მიდი და გაგიღებენ კარს და გახვალ რა.
— აუ, ბიჭო, რა პონტია. მიტყდება.
— კაი, კაი.

ბუკია მართალი იყო რაღაც პონტში. ამ ვიდეოს გამოყენება ბევრად უფრო ჭკვიანურად შეიძლებოდა და ჯობდა დაგვეცადა. მარა თან ისიცაა, რომ მეტი რაღა უნდა მოხდეს? დღესვე რო დამედო ეს ვიდეო სამივეს მაგრად დაენძრეოდა. რაზმაძე მაგრად გაბანძდებოდა, მამამისი ვაბშე გამოყლევდებოდა. ეგრევე ნიუსებში გაიჩითებოდა, რომ პარლამენტარის შვილს სკოლაში აჩმორებენ და მოწველას უპირებენ და სერიოზული თემა აიწეოდა. თან, იასნია დადიანს და ბაკურაძესაც მაგრად დაერხეოდათ. ნუ ბაკურაძე არ ვიცი და აი, დადიანს მაგრად დაენძრეოდა. ბოლოს და ბოლოს მამაო გაბრაზდებოდა ძაან და ქეთევანი.

და აი ზუსტად ამ დროს გამახსენდა ვისთვის შეიძლებოდა ეს ვიდეო მეჩვენებინა დღესვე.

“ბიჭო, ერთს უნდა ვაჩვენო ეს ვიდეო, რა!” — მივწერე ბუკიას.
“ვის?”
“ჩემი მამაოს შვილია, ქეთევანი, ჰო მოგიყევი, დადიანი რო გაიჩითა რაღაც პონტში.”
“ჰო, ჰო. მერე?”
“რა მერე, ამას ვაჩვენებ და ეგრევე შეზიზღდება.”
“ყლეობას აკეთებ.”
“რატო?”
“იმიტომ რომ შენზეც გაბრაზდება.”
“მკიდია, ჩემზე რატო უნდა გაბრაზდეს? მე დავუშავე ვინმეს რამე? პროსტა ვეტყვი, რო აი, რო არ გჯეროდა, რო დადიანი ბოროტია და მაგის გამოსწორება არ იქნება-თქო, აი, ნახე-თქო და ვაჩვენებ.”
“კაი. მარა დაიმახსოვრე ჩემი სიტყვები.”
“ო, ვიცი, რო მეც გამიბრაზდება, პროსტა იმაზე უფრო მეტად გაბრაზდება და მერე მე შემოვირიგებ კაცო.”
“და ბარემ მამაოს აჩვენე პირდაპირ.”
“მამაოსაც ვაჩვენებ.”
“ბიჭო… რავი, რაღაცა ნიტოა რა. დაიცადე ცოტა ხანი მოვიფიქროთ კარგად.”
“რაღა უნდა მოვიფიქროთ. იუთუბზე ხო არ ვდებ, ვა! ამას ვაჩვენებ და სამ კაცს გვეცოდინება. ამას მერე მე მივხედავ.”
“კაი, როგორც გინდა. მომწერე მერე რას იზამ.”
“ოკ.”

კომენტარები
19 ოქტომბერი 20 ოქტომბერი 25 ოქტომბერი