16 სექტემბერი 17 სექტემბერი 19 სექტემბერი 20 სექტემბერი 4 ოქტომბერი 6 ოქტომბერი 8 ოქტომბერი 9 ოქტომბერი 10 ოქტომბერი 11 ოქტომბერი 12 ოქტომბერი 14 ოქტომბერი 15 ოქტომბერი 16 ოქტომბერი 17 ოქტომბერი 18 ოქტომბერი

ჩანაწერი #28 ლაშა დადიანი: მაფია

რაზმაძე ტუალეტის კიბეებთან გავათრიე. მე, ეგ და გოგოლაძე ვიყავით. კაჭარავამ მე ყლეზე მკიდია, რაც გინდათ ის ქენითო, ბაკურაძე კიდე არ იყო ჯერ მოსული. მამენტ არც მჭირდებოდა, ამ ყლებავშვას თვითონაც მოვუვლიდი. იასნია მიხვდა რა თემაც იყო. დილიდან მაგაზე ლაპარაკობდა მთელი კლასი. ლეილას ულაპარაკია დედამისთან, მე კი არავის არაფერს ვეტყვი, მესმის თქვენი მდგომარეობაო, მაგრამო იცოდეთო, რომ თქვენმა შვილმა მოიტყუა და მაგის გამო სხვა ბავშვი კინაღამ დაიჭირესო.

ეტყობა ახალი ქრთამები უნდა მაგ დედამოტყნულ ქალს.

ვიღაცას გაუგია ეგ ლაპარაკი და ეგრევე მთელს სკოლას მოედო. იასნია, ამ თესლმაც გაიგო რო გაუბაზრდა და იჯდა მერხთან მობუზული. ვეღარ მოვითმინე და გამოვათრიე გარეთ, გაკვეთილების დამთავრებამდე კი არა — ბაკურაძის მოსვლას ვერ დაველოდე ისეთი ათხრილი ვიყავი.

თავიდან ერთი ორი წავადე, ძაან ცემა არ მინდოდა, მაგდენი მოვთოკე ჩემი თავი. მერე რომელიმე მასწავლებელი ან ლეილა დაინახავდა ნაცემი რო იყო ეს დედამოტყნული და ატეხავდნენ პანიკას. თან დედის მუტელი რო ვაგინე და ტირილი რო დაიწყო მაგრად გამისწორდა.

— რას შვებით, ბიჭო, ხო არ გამოყლევდით თქვენ? — ბაკურაძის ხმა მომესმა. ეგრევე მოვარდა მე გამომწია და რაზმაძეს მივარდა. — რა იყო, რა მოხდა?
— არაფერი. — სლუკუნით უპასუხა რაზმაძემ.
— რა არაფერი შე დედამოტყნულო…
— ე, ბიჭო, შენ შიგ ხო არ გაქვს? — ბაკურაძემ საყელოში ხელი ჩამავლო და შემაჯანჯღარა.
— შენ მართლა შიგ ხო არ გაქვს შე ყლეო. გადაგხსნით შუაზე ყველას, თქვე ნაბოზრებო.
— გამოყლევდი, შენ? რა გჭირს, შიგ ხო არ გაქვს?
— რა რა მჭირს. ეს თესლი გაბოზებულა, ჩემზე. ამას უთქვია რო დადიანმა ჩაარტყაო ქვაო. ეს თესლი. იმ დღეს კიდე რო იდგა იქ და თავს იყლევებდა ვითომც არაფერიო და დაჟე თავის ძმაკაცს აბრალებდა ეს ნაბიჭვარი. ამის დედას რო შევეცი.
— ნუ იგინები შე ყლეო!
— რა ნუ ვიგინები, შენ ხო არ ანძრევ, ე?
— ვინ გითხრა?
— რა ვინ მითხრა, დილას ლეილა ებაზრებოდა დედამისს, რომ ასე და ასეო, შენმა ნაბოზარმა შვილმა ჩაარტყაო სინამდვილეშიო და მერე სხვას გადააბრალაო.
— და საიდან გავიგეო?
— რავი მაგის დედაც მოვტყან.
— ჰოდა, ჯერ გაგეგო ბიჭო, რო ატეხე აქ პანიკა.
— რა მნიშვნელობა აქვს საიდან გაიგო?
— აქვს!
— აუ, იდი ნახუი, ბიჭო, შენი ყლეობებით, ყლეზე არ მკიდია საიდან გაიგო ლეილამ?
— არ გკიდია შე ყლეო. იცი ვისგან გაიგო? მე ვიცი!
— ვისგან, აბა?
— კაჭარავას დედისგან. მაგის დედას რო შევეცი მე.
— მერე? რა მნიშვნელობა აქვს?
— ის მნიშვნელობა აქვს შე ყლეო, რო კაჭარავას გაჩალიჩებულია ეს თემა. იმ დღეს რო ეს მიაწვა მაგ პონტში დედამისთან იბაზრა ალბათ, რომ ამაზე გაებაზრებინა მერე დედამისს და თვითონ გამომძვრალიყო.
— აუ, შენ შიგ ხო არ გაქვს? რა ყლეობებს ბაზრობ.
— შიგ შენ გაქვს, ბლიად.
— კაი, გოგოლაძე მიდი მოათრიე ერთი კაჭარავა აქ.
— რა ყლედ გინდა კაჭარავა?
— დავაყენოთ პირზე ძმაო.
— აუ, კაროჩე რა. კაი. მაცადე ორი წამი. ბექა, მიდი შენ წადი ძმაო, პირი ჩამოიბანე და შედი კლასში და მოვალთ ჩვენ. — რაზმაძე ტუალეტისკენ წავიდა. — გოგოლაძე, აბა ააჯვი აქედან. — გოგოლაძეც მიყვა.
— რა გინდა?
— შენ გამოყლევდი შეჩემა?
— რა ყლე გინდა ბიჭო, რა კაჭარავამ იბოზა, შიგ ხო არ გაქვს. ვერ ნახე იდგა აქ ყლესავით ხმას არ იღებდა და ტიროდა. კაჭარავას თემა რო ყოფილიყო იტყოდა რამეს.
— იმინა დებილი ხარ, შენს ძმობას ვფიცავარ.
— აუ, შენ მართლა ყლე ხო არ ხარ ბიჭო? რას იჯმევინები, რა გინდა? ისედაც ნერვებზე ვარ და შენ არ გამაყლევებინო თავი, ბოლო ბოლო რა!
— ოე! მიიჯვი ახლა და მომისმინე.
— ჰე, მიდი.
— კაროჩე. ეს ტიპი არის ყლე.
— კაი ერთი.
— მაცადე ეს დედამოტყნული. იასნია რო ამის ჩაბოზებულია ეგ თემა და დედა უნდა მოვუტყნათ, მარა დაჯმა და ცემა ეყოფა, საკმარისი მიიღო შენგან. მამენტ დაჟე კაია, ეგრე რო ჩაადედისმუტელე, იმინა მონასავით იქნება ამის მერე.
— აბა რაღას გამაჩერე, შიგ ხო არ გაქვს.
— იმაზე გაგაჩერე, რომ ბოლომდე არ მინდა ამის ჩაყლევება. ამას ახლა მე და შენ დავითრევთ, ჩავიძმაკაცებთს პონტში და მოვწველით ჯიგრულად.
— რა ჩემს ყლეს მოწველი, ბიჭო, განდონი ბავშვია, მაგის დახარჯული ლარიანი მაინც გინახია?
— ჰოდა, მაგიტომ გითხარი, რომ კარგია-თქო ეგრე რო ჩაადედისმუტელე. ახლა ამას რო თავზე ხელს გადაუსვამ ეგრევე დაზამასკდება და პროჭზე გაიხევა, რო რამე პონტები გაჩითოს.
— აუ, ყლეზე მკიდია მე მაგის წველა და თავზე ხელების გადასმა, ჩემი დედას შევეცი, იმინა ყლედ უნდა ვაქციო, აი, კლასში რო შემოდის და ზედ რო აფურთხებდნენ ეგეთი. მაგის გულისთვის, ჯერ კინაღამ გამსროკეს და მერე მამაჩემმა ისეთი მცემა, რო ბოზისშვილი ვიყო თუ ოდესმე ვაპატიო მაგ ყლეს.
— ებიჭო, მაგარი ძმაკაცი და ძმა იყოს-თქო იმას კი არ გეუბნები. იმინა მონად გვეყოლება და თავისი ადგილი ეცოდინება, ჩემი დედა მოვტყან. შენც აჯვი ხოლმე რაც გინდა რა. მე ისე, თესლურად შევუყვან ხოლმე, პროსტა დედას ნუ შეაგინებ, მარა რამდენიც გინდა აჯვი.
— ყლეზე მკიდია.
— აუ, იმინა გასვანდი, ხო?
— ხო! აი ყლეზე მკიდია! მაგის დედა უნდა მოვტყნა!
— კაი. მაშინ მე მაჩუქე ეგ ტიპი.
— რა გაჩუქო, შენ შიგ ხო არ გაქვს?
— აი, მაჩუქე რა. იმინნა მე გთხოვ, რო ეგ ტიპი მჭირდება რო მყავდეს მე და ვწველო და გამითვალისწინე ძმაო და გაეშვი. შენ თუ არ გინდა ამ თემაში ყოფნა ნუ იქნები, მარა მე მაცადე რა, ნუ ჩამიჯვამ საქმეში, ძმაო.
— არ ვიცი…
— ო, კაი შეჩემა რა არ იცი? დაფიქრდი აბა? ნაბოზარი ბობოლას შვილი გვეყოლება ყურებით დათრეული შეჩემა, მთელი ცხოვრება იმინა გვაგულავებს, ეგ ყლე. დაჟე შენს ფულსაც მაგას გავაჩითინებ, ბოზისშვილი ვიყო. ნახე რა თესლურად შევუსრულებ. ხო მენდობი?
— კი.
— ჰოდა, ვსიო, ძმაო. კაი, წამო, შევედით, თორე ტვინს მოტყნავს ის ყლექალა.

კლასისკენ წავედით.

— ბიჭო და კაჭარავას რა ვუყოთ?
— რაზე?
— აი, წეღან რო იბაზრე, მაგის გაჩალიჩებულიაო, ისაო ესაო.
— ყლეზე დაიკიდე, კაცო, კაჭარავას დედაც მოვტყან. ვაბშე მოვკლათ ეგ თემა და ვსიო რა.
— კაი. და საიდან გაუგია კაჭარავას დედას ეგ ამბავი?
— მესიჯები უნახია ტელეფონში.
— ა, ანუ რატიმ ეგრევე იცოდა რო ეს გაბოზდა?
— ჰო.
— აუ, ეგეც მოსატყნავია, ჩემი დედას შევეცი.
— არა. ყლეზე დაიკიდე. აღარ გვინდა ეგ თემა. მთავარის ეს გვყავს დათრეული და ვსიო და იმ გამოყლევებულ კაჭარავას მერე ცალკე ჩავუდოთ დედის პირში, პროსტა რამე სხვა თემაზე. ეს თემა უნდა დაიბრიდოს რა. ხო ხვდები.
— კაი. ბაზარი არაა.
— მე და შენ ვართ იმინა თესლი მაიფოზები, შენ ძმობას ვფიცავარ! აეე! — ბაკურაძე ზურგზე შემომახტა — დავაი კლასამდე თუ მიმიყვან აბა?!

 

კომენტარები
19 ოქტომბერი 20 ოქტომბერი 25 ოქტომბერი