16 სექტემბერი 17 სექტემბერი 19 სექტემბერი 20 სექტემბერი 4 ოქტომბერი 6 ოქტომბერი 8 ოქტომბერი 9 ოქტომბერი 10 ოქტომბერი 11 ოქტომბერი 12 ოქტომბერი 14 ოქტომბერი 15 ოქტომბერი

ჩანაწერი #25 შოთა ლომიძე: მოკავშირე

“სად ხარ?”
“სახლში.”
“რატო აღარ მოდიხარ ჩვენთან?”
“არ მინდა და იმიტომ.”
“ლაშას გამო, ხო?”
“ხო.”
“დებილი ხარ. მამა ძალიან ნერვიულობს, ტაძარშიც აღარ დადისო, დებილი ხარ შენ?”
“ვიცი, მელაპარაკა გუშინ და მივალ.”
“ჩვენთანაც მოხვალ? გამოდი.”
“არა. არ მინდა თქვენთან.”
“დებილი ხარ.”
“არ ვარ დებილი.”
“ხარ.”
“არ ვარ!”
“ხარ!”
“დამანებე თავი.”
“გამო რა. ფლზ.”
“ლაშას დაურეკე და გამოვა.”
“ნუ დებილობ რაღაცებს. რა შუაშია ლაშა. რატო გაჭედე მასე ვერ გავიგე.”
“იმიტომ გავჭედე, რომ ბოროტი ბავშვია და არ მინდა მაგასთან რო მქონდეს ურთიერთობა.”
“ნუ გექნება მერე.”
“შენც არ მინდა რო ემეგობრო.”
“გამო და აქ ვილაპარაკოთ მაგაზე.”
“არ მინდა.”
“არ გინდა და ეგდე მანდ! დებილი ბიჭი ხარ და ნერვებს მიშლი.”
“ოკ.”

ჩავიცვი და გარეთ გამოვედი, ტაძარში უნდა ავსულიყავი, თორე მერე მამაო დამადგებოდა სახლში. მამაჩემს ისედაც არ ევასება, რას ერჩის ვერ გავიგე. გუშინ დამირეკა და მითხრა რატომ აღარ მოდიხარო, რა ხდებაო. რაღაცები მოვატყუე და იასნია არ დაიჯერა. ქეთევანსაც თუ უთხრა, ესე იგი ძაან ნერვიულობს და აუცილებლად ამომადგება. მერე მამაჩემი რაღაცას ეტყვის ისეთს. ვერ გავიგე ამ კაცის ვერაფერი. ფილმებს არ მაყურებინებს და წიგნებს არ მაკითხებს არაეკლესიურიაო და ეკლესიაში რო დავდივარ ეგეც არ ევასება.

ცოტ-ცოტას ვივლი და მერე შევეშვები. ეგრევე რო დავიკიდო, რამეს იეჭვებს და ან მეჩხუბება ან ძაან ეწყინება, რა ვიცი მე. რას მოათრევდა იმ დადიანს. ან მე რა მალაპარაკებდა. ხო ვიცოდი, რომ ეგრე იზამდა. რამე რო ვთქვა მაშინვე მეტყვის, რომ არაქრისტიანულიაო, ბავშვები ბოროტები არ არიან და სანამ გაბოროტდებიან უნდა ვუშველოთო, გიყვარდეს მტერი შენიო და რაღაცებს. რანაირად უნდა მიყვარდეს დადიანი? კაი, მამა ალექსის მესმის კიდე, მარა ეს ქეთევანიც რო აყვა?
— შოთა! — ვიღაცამ დამიძახა. მივიხედე, ბუკია იყო, ვიღაც ორ ბიჭთან ერთად იჯდა. ხელი დამიქნია მოდიო. მივედი.
— ზდაროვა. — ხელი გამომიწოდა ბუკიამ და წამოდგა.
— გაუმარჯოს.
— გაიცანი, ჩემი ძმაკაცები არიან, პაკო და ლევანა. ეს ჩემი კლასელია შოთა. — პაკო და ლევანიც მომესალმენ.
— სასიამოვნოა. — ორივეს ხელი ჩამოვართვი.
— საით მიდიხარ, ე?! — მკითხა ბუკიამ.
— ეკლესიაში, მამაო უნდა ვნახო.
— ა! საღოლ ე. მაგარი კაი ბავშვია, ძმობას ვფიცავარ — იმათ მიუტრიალდა — ეკლესიური და წყნარი და კაი ტიპი.
— ვა, საღოლ ძმაო! — შემაქო ერთ-ერთმა.
— ხშირად დადიხარ ხოლმე, ძმა? — მკითხა მეორემ.
— ჰო, ისე ეს რამდენიმე დღე არ ვყოფილვარ. ცოტა მომბეზრდასავით.
— აუ, კაი ძმაო, რეებს ბაზრობ ტო? რა მოგბეზრდა ჩემი დედას შევეცი, ეკლესიაა ტო, რეებს ამბობ.
— ე, ნუ უტრაკებ ბიჭო ბავშვს. — გამომესარჩლა ბუკია.
— არა, ისე მართალია ეს კაცი. მეც ხო დავდიოდი ადრე. და მერე ბიჭო, რაღაცა მეტაკა და ვაბშე ერთ დღეს აღარ წავედი და იმის მერე აღარც მივსულვარ. დაჟე სანთელი არ დამინთია კაი ხანია. რაღაცა რო გადაგიტრიალდება ხო იცი.
— გადაგიტრიალდება კი არა ეშმაკი შეგიჩნდა შენ. იმინა სატანა ხარ, ბოზისშვილი ვიყო. ნახე რას გავხარ, შეჩემა, იმინა ეშმაკის სახე გაქვს.
— სკოლაში ვინმე ხო არ გიტრაკებს, ბრატ? — მკითხა ერთ-ერთმა, მგონი პაკომ, არ ვიცი ზუსტად.
— არა, შეჩემა, ვინ უნდა გაუტრაკოს, მოვუტყნავ პატრონს, ბოზისშვილი ვიყო — ძაან გამიკვირდა ბუკიას ასეთი ქცევა და ლაპარაკი. ვაბშე სხვანაირი ტიპია, პირველად ვხედავ ასე იქცეოდეს. ეტყობა რაღაცებს ატყუებს ამათ. — პატიოსანი ბიჭია, ვინ რა უნდა უთხრას, ტო. ეგრე არაა, შოთექს?
— კი. ვაბშე კარგი კლასი გვაქვს, არავინ არავის არ უტრაკებს.
— ჰო, ეგ ასწორებს, ტო.
— რას არ უტრაკებს, აბა ამასთან რო იხიპიშეს და ქვებს რო ირტყმევინებიან ეგენი ვინ არიან.
— ეგენი არიან ნაბოზრები — უპასუხა ბუკიამ — და მაგათ მოვუტყნავ პატრონებს.
— ბაზარი არაა, შენს ძმობას ვფიცავარ.
— კაი, გავალ მე. კარგად აბა.
— დავაი.

ოდნავ რომ გამოვშორდი, ისევ ბუკიამ შემომძახა. მოვიხედე, ჩემკენ მოდიოდა.
— წამოვალ მეც, ცოტას გამოვისეირნებ.
მხრები ავიჩეჩე და უხმოდ გავაგრძელე გზა.
— შენ რაღაც დაგრუზული მეჩვენები, რამე ხო არ მოხდა სკოლაში?
— რავი არა. იქ არ იყავი? რა უნდა მომხდარიყო.
— ჰო, რავი კლასიდან არ გავსულვარ, არ მინდოდა იმათი ტვინის ტყვნა და ყლეობები და ვიფიქრე, მე რო არ ვიყავი ვინმე სხვაზე ხო არ იყარეს-თქო ჯავრი.
— არა.
— კაია.
— ესენი შენი ძმაკაცები არიან?
— კი.
— ჩვენებს არ იცნობენ.
— არა. მარა გავაცნობ მალე.
— რა პონტში?
— რა პონტში და დედებს რო მოვუტყნავ მაგათ სულ ყველას. ბაკურაძე-დადიანით დაწყებული, კაჭარავათი დამთავრებული და სულ ბოლოს, იმ თესლ გოგოლაძეს რო დედას მოვუტყნავ, მერე ნახავ.
— სასტავს კრიბავ?
— სასტავს არა ყლეს. პროსტა. შენ რა გჭირს?
— არაფერი. პროსტა…
— რა?
— აი, დადიანი მიტყნავს ტვინს.
— როდის მერე?
— ნუ მე რა. პროსტა, ჩემი მამაოს შვილი, ქეთი, ხო იცი?
— არა, მე საიდან.
— ჰო, ნუ, კაროჩე ეგ გოგო მევასება და მგონი იმასაც და რაღაც დვიჟენიაშია.
— იმ გოგოსაც ევასება?
— არა, იმას ეცოდება და თან მამამისი პატრონობს, ოჯახში ცემენო, უჭირსო და თავისთან აყავთ ხოლმე ხშირად. მე აღარ ავდივარ. და ალბათ დაევასება ნელ-ნელა მე რა ვიცი.
— შენ რატო აღარ ადიხარ? შიგ ხო არ გაქვს. მაგის გამო აღარ ადიხარ?
— ხო.
— რატო?
— რავი, რამე რო მითხრას?
— რა უნდა გითხრას, შიგ ხო არ გაქვს? არ გეტყვის არაფერს. თუ გეტყვის და მოვუტყნავთ პატრონს.
— შენ როდის მერე გახდი ეგეთი მზრუნველი?
— ჰა?
— რა ჰა. შენ არ იყავი, ბაკურაძესთან ერთად რო წიგნებს მესროდი?
— აუ, კაი ბოზისშვილი ვიყო, ეგ ჩაიდე გულში?
— არ უნდა ჩამედო? მაგრა ყლეურად მოიქეცი მაშინ. იმინა შენგან არ ველოდი მაგას.
— რატო?
— რა რატო? შენ მაინც იცი რა ყლეობაა ეგ პონტი და ეგეთი არ მეგონე, რომ იმ ბოროტ, თესლ ბაკურაძეს აყოლოდი იმიტომ რომ გაგესწორებინა მაგისთვის.
— აუ, კაი ტვინს ტყნავ, ვიცი, ხო, მარა ხო აზრზე ხარ.
— არ ვარ.
— კაი, ბაზარი არაა. არასწორად მოვიქეცი მაშინ. მარა დავიკიდოთ, რა. ვიძმაკაცოთ მე და შენ. აი, პირველი თუ გინდა დადიანს მოვუტყნათ პატრონი და შენს გოგოს ჩამოვაშოროთ, მაგის დედაც მოვტყან, გინდა?
— არ ვიცი.
— რა არი იცი?! გინდა, გინდა. ეგ ისეთი დედამოტყნულია რამეს გაგიჩალიჩებს. შენ გგონია რამეს გეტყვის ისეთს? შანსი არაა. იმინა განდონი, ქვეშ-ქვეშა ნაბოზარია. ახლა რო ნახა, რო ვიღაცას ეცოდება და მაგ პონტში შეიფარეს, ბოლომდე ეგრე შეაცოდებს თავს და ნახე თუ ძაან კეთილი და კაი ბიჭი არ ითამაშოს.
— რატო?
— რა რატო? დებილი ხარ, ბლიად? შენ რო რამე გითხრას მაგან იცის რო მამაოს ეტყვი, ის გაუბრაზდება.
— არ ვიცი. ეგეთი ჭკვიანიც არაა.
— ჭკუა არ უნდა მაგას, თესლი ბავშვია. მე მაინც არ ვიცოდე. კაროჩე. გინდა, რო დედა მოვუტყნათ თუ არა.
— კი.
— ჰოდა, ვსიო.
— როდის?
— მალე. ჯერ არა. ვნახოთ რა. ეგენი ჯერ მიყუჩებულები იქნებიან და მანამდე მოვიფიქრებთ რამეს. შენც გამო ხოლმე და იდვიჟენიე ჩვენთან ერთად.
— კაი.
— კაი, დავაი.
— დავაი.

 

კომენტარები
16 ოქტომბერი 17 ოქტომბერი 18 ოქტომბერი 19 ოქტომბერი 20 ოქტომბერი 25 ოქტომბერი