16 სექტემბერი 17 სექტემბერი 19 სექტემბერი 20 სექტემბერი 4 ოქტომბერი 6 ოქტომბერი 8 ოქტომბერი 9 ოქტომბერი 10 ოქტომბერი 11 ოქტომბერი 12 ოქტომბერი 14 ოქტომბერი

ჩანაწერი #23 ლაშა დადიანი: ავადმყოფი ვარ?

— რა ვუყოთ ამას? — მკითხა ბაკურაძემ დასვენებაზე რო შევიკრიბეთ. მე, რაზმაძე, ეგ და კაჭარავა.
— ვის?
— ბუკიას, შეჩემა, რა გჭირს.
— არაფერი. რა ვუყოთ. შარია. ყლეობა მოხდა, ვაბშე უაზრობის გამო და შევეშვათ.
— კაი, ჯერ შევეშვათ. ისე ყლე კი არის, მარა ბოზი თუ იყო ნაღდად არ მეგონა.
— რა პონტში?
— მაგან ჩაგაბოზა შეჩემა. აბა საიდან მოიტანეს რო შენ ჩაარტყი, იმ დედამოტყნულს, ჩემს ყლეს გაიგებდნენ. მარა იმინა შენზე მიდის ბაზარი.
— მაგი თუ გაბოზდა, მაშინ პირდაპირ რაზმაძეს დაადებდა ხელს. თუ რაღაც მოიტყუა აბა? — ჩაერთო კაჭარავა და რაზმაძეს გადახედა.
— მგონი ვერ დაინახა მაგან. ჩაკეცილი იყო და თავს არ წევდა. სხვათა შორის მას მერე რაც შენ მიეცი სახეში. — უპასუხა რაზმაძემ. — მამაჩემის პონტში შეეშინდა ალბათ თან და ყველაზე მეტად ვინც არ ევასებოდა იმას დაადო ხელი, რა.
— მაშინ მე დამადებდა, შეჩემა, მამენტ. — ივარაუდა ბაკურაძემ.
— შენ, შეჩემა პროსტა უტრაკებ და დადიანი კიდე მაყუთებს აწერს.
— ჰო, ეგეც მართალია.
— არა, არა მგონია, რომ მაგას ეთქვა რამე. — ისე დარწმუნებით თქვა კაჭარავამ, რო ერთი კი ვიფიქრე, იქნება რამე იცის-თქო.
— რა იყო, ბიჭო, ძაან იცავ შენ მაგას, შენ ხო არ გაბოზდი? — მიუტრიალდა რაზმაძე.
ძაან გამიკვირდა, ესენი ძაან მაგარი ძმაკაცები არიან და ისეთი ტონით უთხრა, აშკარად არ ეხუმრებოდა. კაჭარავას იმინა სახე წაეშალა და დასარტყმელად გაიწია. ამ დროს ლეილამ დაიყვირა.
— რა ხდება მანდ?
— არაფერი მას. ვხუმრობთ, მას. — უპასუხა რაზმაძემ.
კაჭარავას ხმა არ ამოუღია, გატრიალდა და კლასში შევიდა.
— აჰა, ჰო გეუბნები.
— რა იყო თქვენ აღარ ძმაკაცობთ? — კითხა ბაკურაძემ.
— ისეთ პონტში.
— ისეთ პონტში ძმაკაცობა არ გამიგია მე.
— ჰო, რა, აღარ კაროჩე.
— და რატო?
— რავი ამ ამბების მერე. თან მაგაზეც მქონდა ეჭვი რო ეგ გაბოზდა.
— რა ყლეობებს ბაზრობ, ბიჭო, შენ შიგ ხო არ გაქვს? — გავბრაზდი.
— რატო?
— რა რატო, შეჩემისა, წეღან ბუკიას ადებდი ხელს და ამბობდი, უეჭველი მამაჩემის პონტში მე არ დამადო ხელი და ვინც ყველაზე მეტად არ ევასებოდა ის ჩაუშვაო და ახლა ამბობ, კაჭარავაზე მქონდაო ეჭვიო.
— მერე?
— რა მერე, ბიჭო! ჯერ ერთი კაჭარავას რა ინტერესი აქვს, აბა? მეორეც კიდე, თუ ეგ გაბოზდა მართლა, მაშინ სიმართლეს იტყოდა, ძმაო.
— არ იტყოდა სიმართლეს, ძმაო.
— რატო?
— იმიტომ რომ მამაჩემის პონტში არ იტყოდა, რო თავი არ გაეშარა რა.
— და ჩემზე რატო თქვა აბა?
— მე რავი. მარა ეჭვი მაგაზე მაქვს, ბუკიაზეც, მარა მაგაზეც. თან დედამისი მაგარი ტვინის ტყვნა ქალია, რაღაც ყლეობებს იგონებს ხოლმე, ბიჭო და რაღაცებს იტყუება, მე არ ვიცი რა როჟაა? მთელი ოჯახი ეგეთი ტიპები არიან, ბოზისშვილი ვიყო.
— ყლე ბაზარია, კაროჩე.
— ჰო. — დამეთანხმა ბაკურაძე. — ყლეობაა ასე ვიღაცებზე ხელის დადება, თან ორი დღის წინ ძმაკაცი იყო ახლა ბოზობას აბრალებ, მაგრად მეყლევება ეგ თემა.
— კი არ ვაბრალებ, რო ვიცი რა ტიპიცაა, იმიტომ ვბაზრობ.
— კაი, ყლეზე მკიდია კაროჩე, ვინც გაბოზდა იმის დედის მუტელი მოვტყან და ვსიო. მერე გაირკვევა, არ დაიმალება ეგ თემა.
— ბაზარი არაა — დამეთანხმა რაზმაძე.
— ისე, მამაშენი რო პოლიციასთან რაღაც პონტში მივიდეს და კითხოს ვინ გაბოზდაო, არ ეტყვიან?
— რავი, ალბათ ეტყვიან.
— ჰოდა, მიდი მერე და კითხე, ძმაო.
— კაი, თუ მითხრა რამე გეტყვით მერე.

გაკვეთილების მერე მამა ალექსისთან წავედი. ჯერ ვიფიქრე ეკლესიაში წავალ-თქო, მარა ქეთევანის ნახვა უფრო მინდოდა ვიდრე ეკლესიაში წასვლა, ჰოდა, პირდაპირ მაგათი სახლისკენ დავაწექი.

ძაან მომწონს მაგათთან ყოფნა. ძალიან თბილად მექცევა ყველა. ქეთი განსაკუთრებით. გადაწყვიტა, რომ წიგნები წამაკითხოს. მე დიდად არ მიყვარს კითხვა, მაგრამ მაგის ხათრით წავიკითხავ, თან ასვლის მიზეზიც მექნება.

კარი ქეთევანმა გააღო.
— მოდი. - გამიღიმა.

მისი ოთახისკენ წავედით.

— რა ხდებოდა სკოლაში აბა? — საწოლზე ჩამოჯდა და მოსასმენად მოემზადა. მე იქვე ბალიშებში ჩავჯექი. კუთხეში ბევრი ბალიშები უყრია, იქ ზის ან წევს ხოლმე და წიგნს კითხულობს.
— არაფერი. სიწყნარე იყო.
— ვა. მასწავლებელსაც არაფერი უთქვამს?
— კი. დილას რაღაცები გვებაზრა. ასე აღარ მოიქცეთო, ნუ მარცხვენთო, მერე ბუკიას ეჩხუბა.
— ბუკია რომელია?
— აი, ის ვის ძმაკაცსაც ჩაარტყეს თავში.
— ვინ ჩაარტყა?
— მე არ ჩამირტყამს.
— შენ რო არ ჩაგირტყამს ვიცი. ვინ ჩაარტყა?
— აუ, ვერ გეტყვი რა.
— არ ვეტყვი არავის. არც მამაჩემს ვეტყვი. გპირდები.
— მპირდები? აბა დაიფიცე?
— არ მინდა დაფიცება. რომ გეუბნები არ ვეტყვი-თქო, ესეიგი არ ვეტყვი. კაი, თუ არ მენდობი არ მინდა.
— კარგი, გეტყვი.
— არ მჭირდება.
— რაზმაძემ ჩაარტყა.
— რაზმაძემ? რომელია ეგ?
— აი, დეპუტატი რო ყავს მამა.
— აჰა. მერე?
— მერე არაფერი. დღეს რაღაც დებილობებს ბაზრობდა. ბუკიაზე და კაჭარავაზე მაქვს ეჭვებიო, ან ერთი გაბო… ან ერთმა ჩაგიშვა ან მეორემო.
— კაჭარავა რომელია?
— აი, მაგის ძმაკაცი.
— ხო, არ ვიცი.
— შენ რას შვებოდი?
— არაფერს. სკოლაში ვიყავი მეც და მოვედი, ჩვენთანაც არაფერი ხდებოდა ისეთი. გინდა ვიმეცადინოთ? მე სამეცადინო მაქვს და შენც იმეცადინე.
— მეზარება.
— ნუ გეზარება.
— კაი, ჰო. — ჩანთიდან ქართულის წიგნი ამოვიღე, ქეთიმ გეოგრაფიის წიგნი აიღო და თავის საწოლზე წამოწვა. წიგნი ბალიშზე დადო, მუცელზე დაწვა და კითხვა დაიწყო. მე ბალიშებზე ვიჯექი. რაღაც დებილი ლექსი გვქონდა სასწავლი.
— იცოდე ჩავიბარებ. — მომაძახა ქეთიმ, ისე რო არც გამოუხედავს.
— არ მენდობი?
— არა. — გაეცინა. — ჯერ არ გენდობი, მერე ვნახოთ.

ლექსების დაზეპირება არ მიყვარს. ჯერ ერთი რა აზრი აქვს ვერ ვიგებ, რაში უნდა გამომადგეს ცხოვრებაში, საერთოდ? თან რომ ვიზეპირებ მეორე დღეს მაინც მავიწყდება, სანამ სკოლაში მივალ და რა აზრი აქვს. მარა ქეთის ჩავაბარებ-თქო ვიფიქრე და დავიწყე სწავლა. ორ სტრიქონს რო წავიკითხავდი, მერე ჭერში ვიყურებოდი და ვიმეორებდი, ყველა ჯერზე მეშლებოდა. მერე ძლივს ერთი სტროფი ვისწავლე. ცოტას დავისვენებ-თქო და ქეთოს მივაშტერდი. იწვა თავისთვის, თან კითხულობდა და თან ფეხებს აქნევდა. ვარდისფერი წინდები ეცვა. მერე ქნევა შეწყვიტა და საწოლის ბოლოში ჩამოდო ორივე ფეხი, ჯვარედინად. რატომღაც მივაშტერდი… მუცელში ღუტუნივით ვიგრძენი. თვალს ვერ ვწყვეტდი. უცებ ძაან მომინდა, რომ მეკოცნა. აი, ვაბშე ვერ მივხვდი რატო. რა მჭირს-თქო ვფიქრობდი. რატო, ვაბშე რა შუაშია. კი ძაან მომწონს მარა… თან… თან… შარვალიც გამომებერა…

წიგნი ჩანთაში ჩავიდა, წამოვდექი, ჩანთა წინიდან მივიფარე და კარებისკენ წავედი.

— სად მიდიხარ?
— უნდა წავიდე.
— ჯერ ჩამაბარე.
— არა, მეჩქარება ძაან. — გავიქეცი. კარი უცებ გავაღე და კიბეებზე დავეშვი.
— ლაშა რა გჭირს? რა მოხდა? — მომაძახა ქეთიმ კარებიდან.
— არა, არაფერი. სახლში უნდა წავიდე. მერე გნახავ.
— კაი. — მიპასუხა ნაწყენი ხმით და კარი მოიხურა.

სახლამდე სირბილით მოვედი. თან სულ იმ მომენტზე ვფიქრობდი, თავი ამტკივდა.

რა მჭირს, შიგ ხო არ მაქვს. საიდან რამ წამომიარა. ვაბშე რა შუაში იყო ახლა ეგ? ფეხებზე კოცნა რატო მომინდა? ავადმყოფი ვარ მგონი. აუ, რა ვქნა. მანიაკი ვარ?

მამა სახლში არ იყო. დედა სამზარეულოში იჯდა და ტელევიზორს უყურებდა. რა ქენი სკოლაშიო? არაფერი-თქო უცებ ვუპასუხე. ყველაფერი წყნარად იყო-თქო. არ გშიაო? არა-თქო და შევვარდი ეგრევე ჩემს ოთახში. ჩემი ძმა თავის სათამაშოებით თამაშობდა. კომპიუტერთან დავჯექი. მოვიდა. ასე იცის ხოლმე, კომპთან რო ვჯდები ეგრევე მოდის და მეტუზება. ერთ ოთახში გვძინავს ორივეს. ამიტომ ღამე ვერ ვრთავ ხოლმე კომპს, მონიტორის ნათებაზე ეღვიძება და ტირილს იწყებს.

იქნება რამე ვიპოვო-თქო ვფიქრობდი, მარა რა უნდა მეპოვნა, არც ვიცი რა მჭირს… გუგლში “ფეხზე კოცნა” ჩავწერე. რაღაცები ამოყარა. “საყვარელ ადამიანს ფეხზე აკოცებთ?” — თვალი მოვკარი ამ შეკითხვას. დავაკლიკე და თბილისის ფორუმზე თუ რაღაცაზე შევედი. ვიღაცები რაღაცებს წერდნენ. ვიღაცამ იკითხა და ყველა პასუხობდა კიო. ამდენი ავადმყოფი თუ იყო საქართველოში რა ვიცოდი…

 

კომენტარები
15 ოქტომბერი 16 ოქტომბერი 17 ოქტომბერი 18 ოქტომბერი 19 ოქტომბერი 20 ოქტომბერი 25 ოქტომბერი