16 სექტემბერი 17 სექტემბერი 19 სექტემბერი 20 სექტემბერი 4 ოქტომბერი 6 ოქტომბერი 8 ოქტომბერი 9 ოქტომბერი 10 ოქტომბერი 11 ოქტომბერი 12 ოქტომბერი 14 ოქტომბერი

ჩანაწერი #22 გუგა ბუკია: მიწისქვეშა

დღეს პირველად მივედი სკოლაში იმ დღის მერე. ყველა იყო კლასში. ძაან არ მინდოდა წასვლა, მარა გუშინ ლეილამ კიდე დარეკა ჩემებთან და ხვალ აუცილებლად გამოუშვითო. მე ვერ დავუშვებ, რომ ჩემს სადამრიგებლოში ეგეთი რაღაცები ხდებოდესო. პრობლემისგან გაქცევა არასწორია და დროზე უნდა მივხედოთ ყველაფერს თუ არ გვინდა ბავშვები დავღუპოთო. რაღა უნდა მექნა, რო არ წავსულიყავი კიდე დარეკავდა. მანამდე ეკიდა ამ ჩემისას და ახლა შეენთო ეტყობა და დაიწყო დამრიგებლობა. იმინა ყლექალაა.

პირველივე დღიდან არ მევასება, რო გადააბარეს ჩვენი კლასი, ჩვენი მასწავლებელი ტიროდა, არ უნდოდა ჩვენი გაშვება, მარა რა უნდა ექნა. პირველიდან მეოთხეებს ასწავლის. ყოველი კლასის გაშვებისას ასე ვარო, ლეილას ეუბნებოდა. ამანაც ვიცი, ვიცი, ჩემები რო ამთავრებენ სანამ ახლებს არ ავიყვან მეც ძალიან ცუდად ვარ ხოლმე. ნინო მასმა შეუქო ჩვენი თავი, საუკეთესო კლასია რაც მყოლია და შენი იმედი მაქვსო. გამოგვემშვიდობა ყველას და წავიდა.

კარები არ ქონდა გახურული ნინო მასწავლებელს, რომ ამან ეგრევე ჩართო. დისციპლინაა ჩემთვის მთავარი და ნერვები არ მომიშალოთო. ჯერ არაფერი გვქონდა დაშავებული და ეგრევე ჩხუბი დაგვიწყო. მერე გვიანი იქნებაო. მერე ყველას სახელები და გვარები გამოგვკითხა, მშობლები რას შვებიანო. რაზმაძეზე რო გაიგო, რო პოლიტიკოსი იყო მამამისი, ეგრევე მოულბა. ზედმეტი არაფერი უთქვამს არასდროს მაგისთვის. კაროჩე მაგრად არ მევასება.

ამ დილასაც პირველ გაკვეთილზე იყო შემოსული, ბიოლოგია გვქონდა, ახალგაზრდა გოგოა ჩვენი ბიოლოგიის მასწავლებელი და ადვილად აჩმორებს ამას თუ რა არის არ ვიცი დადგა და ნახევარი გაკვეთილი ტვინი ტყნა. ისევ დისციპლინაზე და აღზრდაზე და ტყიდან გამოვარდნილები და ველურები გვეძახა. მერე მე შემცა, შენო მე კაი ბიჭი მეგონეო და თურმე ბუნტისთავი და არანორმალური ყოფილხარო. ეს რო თქვა კაჭარავას ჩურჩული მომესმა უკნიდან, “შიგ აქვს ამ დედამოტყნულსო.” ნათიას უნდოდა ადგომა და სიტყვით გამოსვლა ისევ, მარა ისე დავუბრიალე თვალები, რო დამეჯღანა და გადაიფიქრა.

მთელი დღე კლასიდან არ გამოვსულვარ, შესვენებებზე ვიჯექი ჩემთვის. ბიჭები გადიოდნენ და გამოდიოდნენ. რაღაცებს ბაზრობდნენ, ახლოსაც არ გამკარებია არავინ.

მეგონა გაკვეთილების მერე დამხვდებოდნენ სადმე და გამლახავდნენ. მარა ეტყობა მართლა დაიკიდეს ეს თემა, ნუ დროებით მაინც. ჩანთა რო ჩავალაგე და კლასიდან გამოვედი ნათია ამეკიდა.

— შენკენ მოვდივარ და გამოგყვები რა?!
— ჩემკენ რა გინდა?
— ამ… ინგლისურზე დავიწყე მაქეთ სიარული. — მომატყუა. კი მივხვდი, რომ იმიტომ მომყვებოდა, რომ თავისი ჭკუით იმათგან დამიცავდა, მაგრამ არაფერი ვუთხარი, ვითომ დავიჯერე. თვითონ, იასნია, მაგას არ მეტყოდა. იმას ხო არ მეტყოდა, უნდა დაგიცვაო. ისე მაგარი მატრაკვეცაა, მარა ძაან მიყვარს. რაღაცნაირად სამართლიანი და ჭკვიანი გოგოა. მეგობრები არასოდეს ვყოფილვართ, მაგრამ სულ მეხმარება რაღაცებში, სულ ცდილობს, რომ კარგი რაღაცები მითხრას, სურათებს მილაიქებს ხოლმე და მასწავლებლებისგან მიცავს და ათასი რამე.
— კარგი. წამო.
— როგორ ხარ შენ?
— რატო მეკითხები?
— რავი, იმ ამბების მერე.
— რავი, კარგად. როგორც ვიყავი ხოლმე აქამდე.
— ძაან ნერვები მეშლება ამ დამპლებზე რა. რატო გამაჩუმე, უნდა მეთქვა ლეილასთვის ყველაფერი. დეგენერატი ქალია, კიდე შენ დაგაბრალა რაღაცები. შენც ამოიღე ხმა რა! კი არ ტეხავს!
— რა არ ტეხავს?
— რო უთხრა რო გჩაგრავენ.
— არ მჩაგრავენ! — გავბრაზდი.
— ო, კარგი, მე მაინც ნუ მატყუებ! ყველამ ყველაფერი იცის.
— ხოდა ყველას დედა მოვტყან, გაიგე, გოგო? და არავინაც არ მჩაგრავს. მაგათ მოვუტყნავ დედებს სულ ყველას.
— კაი, დამშვიდდი, რა მოგივიდა?
— ყლეზე მკიდია რა! შემეშვი! — ძაან მომეშალა ნერვები. ძაან მატრაკვეცა და არამკითხე გოგოა. მაგას ვაჩვენებ ვინ ვის ჩაგრავს, დედამოტყნულები ესენი. მაცადონ ცოტა ხანს, ვინ ვის დაჩაგრავს მაგასაც ვნახავ. ძაან გავბრაზდი, უბნამდე თითქმის სირბილით მივედი.

უბანში პაკო შემხვდა.
— ვა, გუგსონ, რავა ხარ? — მომიკითხა.
— ვარ რა. თავად?
— მეც მასე. ბიჭო, რა ბაზარია შენს ძმობას ვფიცავარ? რა მოხდა, მომიყევი ერთი, რა.
— რაზე?
— რა რაზე, შენთან კლასში.
— არაფერი, ბიჭო, ვიღაც თესლი მამიკოს ბიჭები წაბლატავდნენ ცოტა და მიიღეს პასუხი. მე და ჩემი ძმაკაცი ვიყავით, დათო ხო იცი ბექაური, ჩემთან მოდიოდა სულ.
— დავითა როგორ არ ვიცი, შეჩემა. მერე?
— მერე დავცხეთ ამ დედამოტყნულებს და ვერ მოგვერიენ და იმ ყლისშვილმა ქვა ჩაარტყა თავში დათოს, ხოდა, ეს რო დაეცა შეეშინდათ და მოტყდნენ.
— მაგათი დედას შევეცი, მერე?
— რაღა მერე, პანიკა იყო და დედის ტყვნა იმინა. სკოლაში დაიბარეს ყველა და კაროჩე. ქვის ჩარტყმა მეორეს დაბრალდა და მგონი ის თესლი ბავშვი გაბოზდა და იმას დააბრალა, არ ვიცი ზუსტად, მარა ეგეთი პიდარასტია, უეჭველი მაგის გაბაზრებული იქნება ეგრე.
— მერე, წამო დავადგეთ დედა მოვუტყნათ, მაგ ნაბოზრებს. მთელი უბანი ავადგეთ და გავიგდოთ, ეგ განდონი ბავშვები.
— არა, ჯერ არ მინდა აბაროტზე ჩალიჩი. ყველა დაპანიკებულია, ჩემებიც და მასწავლებელიც და კაროჩე, მგონი დირექტორამდე მივიდა ეგ ამბავი, ძაღლებიც ჩარეულები იყვნენ, მარა იმის მამამ იჩალიჩა, თან ისეთი ამბავიც არ იყო, ტვინის შერყევა აქვსო და რა მოხდაო მერეო თუ რაღაც ყლეობა. კაროჩე, მაგარი ყლე ბაზარია რა. ახლა რო ვიმოქმედოთ, იმინა დაგვენძრევა.
— ბაზარი არაა, ძმაო. ჩაწყნარდეს თემა და მერე მოვუტყნათ პატრონი. სად გაიქცევიან.
— არსად, აქ არ არიან?!
— ჰო, რა.
— კაი, წავედი, სახლში რო დამაგვიანდეს კიდე პანიკას აწევს დედაჩემი, ეგონება რო რაღაც ხდება მაგ ამბავში. მერე გნახავ.
— კაი, დავაი!

სახლში დედა დამხვდა. რა მოხდაო, ვინმემ რამე ხო არ გითხრაო, კიდე ხო არ იჩხუბეთო გამომკითხა. ყველაფერზე ვრცლად და ამომწურავად ვუპასუხე, თორე მერე შეიძლება ეჭვი გასჩენოდა და ახლიდან დაიწყებდა ნერვიულობას. მერე საღამოს მამამაც იგივე მკითხა და მასაც ასევე ვუპასუხე. დამშვიდდნენ.

თერთმეტი საათი ხდებოდა, დედას უკვე ეძინა, მამაც რაღაც ფილმს უყურებდა. პაკოს მესიჯი მომივიდა.
“რას შვები?”
“არაფერს, დაწოლას ვაპირებდი.”
“რა დროს დაწოლაა, ღადაობ?”
“რავი, მეძინებოდას პონტში, თან ხვალ სკოლაა.”
“სკოლის დედას შევეცი. რას შვები, გამო, რა!”
“ახლა?”
“ჰო. რა იყო?”
“შარია. ჰო, გითხარი წეღან, რო ძაან პანიკებში არიან ჩემები-თქო.”
“გამოიპარე, რას გაიგებენ. მიდი მიდი.”
“კაი, ვეცდები. მოგწერ თუ რამეა.”

საძინებლიდან ტელევიზორის ხმა ისმოდა. იმხელა ხმაზე აღრიალებდა მამაჩემი, რომ წესით კარების ხმას ვერ გაიგებდა და თან ალბათ ეძინა კიდეც უკვე. რო გამოღვიძებოდა, გამორთავდა და შეიბრუნებდა ისევ. მარა ეგ მაგიჟებს ისე, მე რო რამე მუსიკა მაქვს ჩემთან ჩართული, დედაჩემი გამოვა ხოლმე და მეუბნება ვერ ვიძინებ და დაუწიეო და სანამ ბოლომდე არ ჩავუწევ მანამდე ან ნაუშნიკებს არ გავიკეთებ მანამდე არ მიდის. მამაჩემის ხმაურზე კიდე ვაბშე არ აქვს რეაქცია.

ქუჩაში რო გავედი, ლევანა, პაკო და ლექსო დამხვდნენ.
— ვა, საღოლ, გუგსონ!
— რას შვებით, რა ბაზარია?
— არაფერი, ვაბირჟავებთ პროსტა რა. — მიპასუხა ლევანამ.
— არ გცივათ კი მაგრამ?
— რავი არა. არ ცივა ისე ძაან.
— ჰო, რავი მე მცივანა ვარ ცოტა.
— წამო გავისეირნოთ და გახურდები ცოტას. — შემომთავაზა პაკომ.
— წამო, ჰა. საით?
— რავი, აგერ პადზემკისკენ გავიაროთ რა.
— რა ხდება მანდ?
— არაფერი, შეჩემა რა გჭირს, წამო სკვერში გადავიდეთ თუ გინდა, რა მნიშვნელობა აქვს.
— კაი. — პადზემკისკენ დავიძარით.

სრული სიცარიელე იყო, მაღაზიები დაკეტილი, რაღაც ყუთები ეყარა მარტო. ლევანა ერთ ყუთს მივარდა და გაიგდო, ფეხბურთის თამაში დავიწყეთ.

ლევანამ ყუთს ძლიერად ამოსცხო და სადღაც ტრაკში გადააგდო და მიყვა.
— ე, ბიჭო, ვიღაც კაცია აქ! — დაიძახა იქიდან.
ყველანი მივედით. ძირს ვიღაც კაცი ეგდო, სულ მტვრიანი იყო, ბომჟს არ გავდა თითქოს.
— ცუდადაა? დავრეკოთ სასწრაფოში?
— არა, არ იქნება ცუდად, მაიცა. — პაკო ჩაიმუხლა და ლოყაზე რამდენჯერმე მიარტყა. კაცს შეეღვიძა, თვალები გაახილა.
— რა გინდათ, ვინა ხართ?
— არაფერი, ცუდად ხართ?
— არა, რა მოტყანით ტვინი ტო, დავაი, აუდეთ აქედან, ტო.
— მთვრალია — დაასკვნა პაკომ. — კაი დაიძინე, მოგსტყვნია პატრონი.
— ნახუი! — ამოილუღლუღა კაცმა და გადაბრუნდა.
— კაი, წამო შეეშვი. — ლექსო ყუთისკენ შეტრიალდა და ფეხი დაარტყა.
— ე! მაიცა, ბიჭო! ნუ ხმაურობ, ჩაეძინოს. — შეუღრინა პაკომ.
— რა ყლედ გინდა ამის ჩაძინება. ბარემ იავნანა უმღერე.
— გავჩხრიკავ, რამე ხო არ აქვს.
— შიგ ხო არ გაქვს შენ, რა ყლე უნდა ქონდეს, ვიღაცა ბომჟია, შეჩემა.
— არაა ბომჟი. არ აცვია ბომჟურად, პროსტა დასვრილია. მაცადე, რა! ვნახავ მაინც, შენი რა მიდის.
— კაი, არაფერი, მარა მე მაგას ხელს ვერ მოვკიდებ ძმაო. ყლეზე მკიდია.
— შენ ვინ რას გეუბნება, ნუ მოკიდებ, იდი ნახუი, ვაბშე ბიჭო!
— იდი ნახუი შენ!
— ე, კაი, ეხლა ტვინი მოიტყნა! — ლევანა შეწუხდა. — მიდი დროზე, ნახე და წავედით. — მიუტრიალდა პაკოს.
— ცოტა ხანი.
— რად უნდა ცოტა ხანი, ტიპი გაყლევებული მთვრალია, ფეხზე ვერ იდგა და ძინავს პადზემკაში შეჩემა. გაითიშებოდა ეგრევე, როგორც კი გადაბრუნდა.

პაკომ კაცს პალტო ფრთხილად გადმოუწია და წინა ჯიბე შეუმოწმა. მერე უკანა ჯიბეზე მიადო ხელი, არაფერი ქონდა, ბოლოს მეორე უკანა ჯიბე უნახა. საფულე ედო. ამოიღო და გახსნა.
— ვა, 20 ლარი ქონია ამ ჩემისას. — პაკომ ოც ლარიანი ჯიბეში ჩაიდო და ცარიელი საფულე კაცს ესროლა. მგონი იმას სახეში მოხვდა თუ რაღაცა, ეგრევე გაეღვიძა. თავი ოდნავ წამოყო, გამოგვხედა და შეგვათვალიერა.
— თქვენი დედა მოვტყან! — ამ გინებაზე ძააან გავბრაზდი და ეგრევე მივვარდი, პირდაპირ ხერხემალში ამოვცხე წიხლი. ტკივილისაგან დაიღრიალა და ისევ შემაგინა, ჩემკენ გადმოტრიალდა, თან წამოდგომას ცდილობდა, ახლა სახეში ამოვცხე. ეტყობა მაგრად გამწარდა მაგაზე, ეგრევე წამოხტა გინებ-გინებით. ამის დანახვაზე ბიჭები მოვარდნენ და დაუშვეს. ძირს დაეცა და რამდენიმე წიხლი მივაყოლეთ.
— კაი, ვსიო, გავეშვით, წავედით. — პაკომ ხელი მომკიდა და გამომათრია. ლევანა და ლექსოც წამოვიდნენ. იმან ბოლო ძალები მოიკრიბა, წამოდგა და კიდე შეგვაგინა.
— აუ, თავს მომაკვლევინებს ეს დედამოტყნული! — ისევ მისკენ წავედი. პაკომ დამიჭირა.
— ე! შეეშვი ბიჭო, ეყოფა, მთვრალია გონზე არაა. რაც მოხვდა ეყოფა. ვსიო. წავედით.

უბანში რო ამოვედით ცოტა დავწყნარდი.
— კაი, დავიშალეთ. — თქვა პაკომ. — ამას ხვალ პოკერზე შევაგდებ და ცოტას კიდე მოვიგებ და მერე სახინკლეში წავიდეთ ან რამე, რავი.
— აუ, რას მოიგებ, შეჩემა, მაგას ჯობია, ლიგის თამაშებია ხვალ და ზეგ და იმაზე შეაგდო. ორი ნაღდი კუში აიღე და ეგაა.
— ჰო, ეგეც შეიძლება. კაი, დავაი, დავიშალეთ.

დავწექი თუ არა ეგრევე დამეძინა. ისე, ის კაცი ცოტა კი შემეცოდა, მარა დადიანი რო გავაყლევეთ მე და დათომ, მაშინდელივით გამისწორდა, რაღაცნაირად. იმინა მთელი ჯავრი ვიყარე.

 

კომენტარები
15 ოქტომბერი 16 ოქტომბერი 17 ოქტომბერი 18 ოქტომბერი 19 ოქტომბერი 20 ოქტომბერი 25 ოქტომბერი