16 სექტემბერი 17 სექტემბერი 19 სექტემბერი 20 სექტემბერი 4 ოქტომბერი 6 ოქტომბერი 8 ოქტომბერი 9 ოქტომბერი 10 ოქტომბერი 11 ოქტომბერი 12 ოქტომბერი

ჩანაწერი #20 გუგა ბუკია: ჯონი კეში

დათოს ოთახი ძაან მიყვარს. თავის პონტში აქვს მოწყობილი. ბევრი პოსტერები აქვს გაკრული. ძირითადად სულ ძველი ჯგუფების, პინკ ფლოიდის, ლედ ზეპელინის, ნირვანას და კიდე ათასი ჯგუფის ზოგი არც გამიგია. მამამისს უყვარდა ეგ მუსიკა და მგონი იმის პონტში უსმენს და თვითონაც უსწორდება. სულ მამაჩემი მახსენდებაო ერთხელ თქვა.

ოთახში ნახევრად ბნელოდა, სქელი ფარდები იყო ჩამოფარებული. მსუბუქი ტვინის შერყევა ჰქონდა, მაგრამ დედამისი ძაან დაპანიკებულია და ამიტომ ყველაფერს საჭიროზე მეტად აკეთებდა.

ოთახში ფრთხილად შევედი, არ ვიცოდი ეძინა თუ არა. დედამისმა მთხოვა თუ სძინავს არ გააღვიძოო. საწოლს რომ მივუახლოვდი გამომხედა. სახეზე ვერ დავინახე რა რეაქცია ჰქონდა, გაბრაზდა ჩემს დანახვაზე თუ არა.

— როგორ ხარ? — გაუბედავად, ხმის კანკალით ვკითხე.
— კარგად, მადლობა — მკვახედ მიპასუხა.
— ნაწყენი ხარ?
— არა!
— ხარ.
— არ ვარ.
— აბა?
— გაბრაზებული ვარ.
— გაბრაზება კარგია.
— რატომ?
— გაგივლის და იმიტომ.
— აქამდე თუ არ გამიარა არც მერე გამივლის.
— გაგივლის. ძაან კარგად გიცნობ.
— მეც მეგონა რო გიცნობდი. მარა ჰა.
— კაი რა. — მეწყინა.
— ვა, გეწყინა? — ცინიკურად მკითხა.
— არა.
— წყალი მომიტანე.

სამზარეულოში ჩემები და დათოს დედა ისხდნენ და რაღაცას ლაპარაკობდნენ, მე რო შევედი გაჩუმდნენ. წყალი ავავსე და გამოვბრუნდი. დათოს მივუახლოვდი და ჭიქის გამოსართმევად წამოიწია. ერთი ნაბიჯი უკან გადავდგი და ჭიქა ისე გამოვწიე რომ ვერ მოწვდენოდა.

— მაპატიე! — უცებ აღმომხდა. ხმა არ ამოუღია. გაკვირვებული მიყურებდა. — მაპატიე! გთხოვ. ძალიან გთხოვ. არ ვიცი რა მომივიდა. ძაან შემეშინდა უცებ, არა, დაჟე არ შემეშინდა, ვაბშე არ ვიცი რა მომივიდა. საერთოდ ვერ ვხსნი. არ ვიცი რა ქვია მაგ გრძნობას, რაღაც რობოტივით ვიყავი. ასე მეგონა, რომ სული არ მქონდა და რაღაც ხორცი ვიყავი მარტო და ავტომატურად ვტრიალებდი. ძალიან მრცხვენია, ასეთი რამე ცხოვრებაში არ გამიკეთებია. ამაზე უარესი რა უნდა გავაკეთო არ ვიცი. გეხვეწები მაპატიე. შენზე ახლო მეგობარი არავინ მყავს ცხოვრებაში. რა ვქნა არ ვარ ისეთი ტიპი, რომელსაც ჩხუბი შეუძლია. ვიქნები ეს ჩმორი და ვივლი სკოლაში და მცემონ ყოველდღე რა ვქნა. იმაზე უფრო რაც იმ დღეს გავაკეთე მაინც აღარაფრის შემრცხვება. გეხვეწები მაპატიე რა. ძალიან გთხოვ.
— დაწყნარდი!
— არ დავწყნარდები — მგონი ვტიროდი. — არ მიფიქრია იმ დროს არაფერზე. გათიშული ვიყავი. იმენა ავტომატურად ვმოქმედებდი და დედას გეფიცები მგონი იმის ბრალია, რომ აი, მივეჩვიე ეგეთ რამეს და დაუფიქრებლადაც კი ეგრე მოვიქეცი, უნებურად. აი, რა ვქნა რო მაპატიო? მითხარი და ვიზამ. დედას გეფიცები ყველაფერს გავაკეთებ. არ მინდა შენი დაკარგვა.
— დაწყნარდი და მომეცი წყალი.
— არ მოგცემ. ჯერ მაპატიე.
— გაპატიებ, მარა მომეცი წყალი და დაჯექი.

წყალი გავუწოდე და დავჯექი. დალია და ჭიქა ტუმბოზე დადო.
— მორჩი ისტერიკას? — მკითხა მკაცრად.
— კი.
— აი, გიყურებ და ნერვები მეშლება რა. დედას გეფიცები. რა გჭირს? რანაირად იქცევი?
— არ ვიცი.
— იცი რაზე ვარ გაბრაზებული და ნაწყენი? რო შეგეშინდა მაგაზე კი არა, ეგ მესმის ძალიან კარგად და ყველას შეიძლება შეეშინდეს. ვაბშე არანაირი პრობლემა არაა. შიში გრეხი არაა და არ ტეხავს. პროსტა, ჯერ ერთი რო არ მენდე და კაი, შეშინება მესმის, რო აი ვთქვათ, ვერ დაარტყამდი ხელს ან სიტყვას ვერ შეუბრუნებდი. მარა სად მტოვებდი? პროსტა, იმათ როგორ უნდა ათქმევინო ეგეთი რაღაცა. თან მეორედ გააკეთე ეგ. ჯერ იქ კიბეებთან ხელი არ გაანძრიე, კაი, ბაზარი არაა. მერე კიდე აქ ვაბშე ყლეობა ქენი. იმინა მოსაკლავი ხარ რა.
— ვიცი.
— და კიდე რანაირად იქცევი. რა გატირებს.
— ის მატირებს, რო მინდა რო მაპატიო.
— გაპატიებ. ეგრე ნუ იქცევი ოღონდ. გული მერევა!
— დავუძახო დედაშენს? — სკამიდან წამოვხტი.
— რა დედაჩემს უნდა დაუძახო, შე დებილო, შენს საქციელზე მერევა გული — გაეცინა. — ვაიმე, რა გამოყლევებული ხარ.
— ვარ!
— კაი, მორჩი ახლა. რა ხდება სკოლაში?
— აუ, ეგ სულ დამავიწყდა. გუშინ მშობელთა კრება იყო. მშობელთა კრება რა. ვინც იმ ჩხუბში იყო იმათი მშობლები დაიბარეს.
— რაო მერე?
— რაო და… შენ დაგბრალდა ყველაფერი.
— ჰო, იასნია. რაო რა თქვეს.
— რაო და ჯერ რაზმაძის დედა გამოვიდა სიტყვით, რომ მეო შვილს რო ვუშვებ სკოლაში უნდა ვიცოდე, რომ უსაფრთხოდ იქნებაო აქ და ვიღაც უცხო ბავშვები სხვა სკოლიდან არ მოვლენ და შარს არ მოსდებენო. დედაჩემს მოუტრიალდა მერე და შენს შვილს ურჩიე ნორმალურ ხალხს ემეგობროსო.
— მაგათი დედას შევეცი. მერე?
— არაფერი, მერე ლეილამ ამდენი წელიაო სკოლაში ვარო და ამდენი სადამრიგებლო მყოლიაო და ეგეთი ამბავი არ გამიგიაო. რო კლასიდან წასული ბავშვი მოდიოდეს და ფულს სთხოვდეს ვიღაცასო.
— ვიცი დაურეკა დედაჩემს.
— გუშინ?
— არა, მანამდე. საავადმყოფოშიც იყო მოსული. და ტვინი მოტყნა. სკოლასთან არ დავინახო მოსულიო, თორე დავაჭერინებო. ახლაო, მამით ობოლი ბავშვიაო, ცოტა ყურადღება ვერ მიაქციეთო თქვენო და ამ ერთხელ გაპატიებთო. დედას შევეცი მე მაგის.
— დედაშენმა რაო?
— არაფერი, მოვუყევი ყველაფერი.
— ყველაფერი?
— ჰო, რა იყო?
— ჩემზეც?
— შენზეც.
— სკოლის ამბებიც და იმ დღეს რაც ვქენი ეგეც?
— იმ დღეს რაც ქენი არა, მარა სკოლის ამბები მოვუყევი, მარა ისე, ლაითად.
— რა უთხარი?
— რა მნიშვნელობა აქვს? დედაჩემის თვალში შენი ავტორიტეტი და რეპუტაცია არ შეილახება, ნუ გეშინია.
— ეგ რა შუაშია. პროსტა ჩემებს რას ეტყვის ხო უნდა ვიცოდე, რო მკითხონ მერე.
— არ ეტყვის შენებს არაფერს გავაფრთხილე და დამპირდა, რომ არ ეტყვის.
— რო უთხრას?
— არ ეტყვის. ვენდობი დედაჩემს და რასაც მპირდება ყოველთვის მისრულებს.
— კაი და რაო მერე?
— არაფერი. ძალიან მთხოვა აღარ მიხვიდეო. გუგას ნახვა თუ მოგინდება სახლში მიდი ან აქ მოვიდეს ხოლმეო. მე კიდე ვუთხარი მაგის დანახვაც არ მინდა-თქო.
— მართლა?
— არა, რა დებილი ხარ ბიჭო!
— კაი, ჰო!
— მერე? კიდე რაო?
— არაფერი, კაროჩე, რაზმაძეს გადაყვანა უნდოდა დედამისს და არააო საჭიროო, ლეილამ, მე მივხედავო სიტუაციასო, ის ბავშვი აქაურობას ვერ გაეკარება და ყველას შეგიძლიათ მშვიდად იყოთო. დადიანი აგერ მოძღვართან დადის უკვეო და ისეთი ასაკია ახლა ხელი უნდა შევუწყოთ ამ ბავშვებს, რომ ნორმალურ ადამიანებად ჩამოყალიბდნენო. და პრობლემებს კი არ უნდა გავექცეთ უნდა მოვაგვაროთო და ეგეთი ყლეობები კაროჩე.
— ვახ, ჩემი.
— ორშაბათიდან ყველა მოიყვანეთ სკოლაშიო. მერე სათითაოდ გამოგვიყვანეს ყველა და შეგვარიგეს, გადაეხვიეთ ერთმანეთს და აღარ იჩხუბოთო.
— და ვინები შეარიგეს?
— რავი, მე და ყველა.
— ოხ, ყოჩაღ მაგათ.
— ჰოდა, არ ვიცი რა ვქნა.
— რაზე?
— რავი, სკოლაში რო არ ვიარო მერე ჩემებისგან დამენძრევა მაგრად, ლეილა იმინა ტვინს მოტყნავს, ყველას გააკონტროლებს და რო ვიარო, ის ყლეები ცალკე მომიტყნავენ ტვინს.
— არა, ჯერ არაფერს გეტყვიან. სანამ ეგ ამბები არ ჩაივლის თვითონაც შეშინებულები იქნებიან, შანსი არაა. ეს განდონი რაზმაძე იმენა ჩაჯმული იქნება, მე არ ვიცი რა თესლიცაა? ჰოდა, ჩუმად იქნებიან, პროსტა პროჭულად იჩალიჩებენ რაღაცებს და არ აყვე კაროჩე, ეგრევე დააწექი და წადი ხოლმე სახლში.
— ისედაც მასე ვშვები.
— ჰოდა, ძაანაც კარგი. დასვენებებზე მოერიდე. მერე ნახავ შენ თვითონ რა.
— კაი. შენ?
— რა მე?
— მაპატიე?
— კი. გაპატიე და ნუ შემეცი, ძალიან გთხოვ.
— კარგი — გამიხარდა. — რამე გინდა? რამე ხო არ მოგიტანო? გინდა მუსიკა ჩაგირთო?
— არა, დედაჩემი არ მასმენინებს.
— რატო?
— ექიმმა უთხრა რო ტელევიზორს არ აყურებინოო 21 დღეო და კაროჩე ყველაფერი ამიკრძალა ტიპმა, ტელეფონსაც არ მაძლევს. მესიჯები რო მომდის ხოლმე იმასაც თვითონ მიკითხავს. კიდე კაი რამე ისეთი არ მოუწერიათ.
— ჩუმად ჩავრთავ. ტელეფონში და აგერ ნაუშნიკებით მოუსმინე. რა ჩაგირთო?
— რავი, ჯონი კეში ჩამირთე. პირველივე რასაც ამოაგდებს.

 

კომენტარები
14 ოქტომბერი 15 ოქტომბერი 16 ოქტომბერი 17 ოქტომბერი 18 ოქტომბერი 19 ოქტომბერი 20 ოქტომბერი 25 ოქტომბერი