16 სექტემბერი 17 სექტემბერი 19 სექტემბერი 20 სექტემბერი 4 ოქტომბერი 6 ოქტომბერი

ჩანაწერი #12 ბექა რაზმაძე: შარი

დადიანს ტუჩი ოდნავ გამობერილი ჰქონდა და მარჯვენა ლოყასთან ცოტა შეწითლება ეტყობოდა. ბუკიას და ბექაურს გაუყლისძირებიათ. უბანში, სახლიდან გამოუყვანიათ და მერე უცემიათ. ბექაურს დაუბარებია ორშაბათს მოვალ და ის ოცი ლარი დააბრუნეო. ისე კი ვიცოდი, რომ ეგ ეგრე არ გაჩერდებოდა იმ ამბის მერე, ჩვენ რო გავიგდეთ, მარა ეგეთი თესლი თუ იყო ნაღდად არ მეგონა.

არადა სანამ გადავიდოდა ყველა ვძმაკაცობდითსავით, დაჟე ბუკიასთანაც. მერე ბაკურაძემ და დადიანმა მოსდეს რაღაცაზე შარი და ჩააყლევეს. იმის მერე არის ეგრე.

ყველაზე მაგრად ის გამიკვირდა, რომ ბუკიას ეყო ტრაკი და დილას სკოლაში მოვიდა. თავდახრილი შემოვიდა კლასში, დაჯდა თავის ადგილას — ეს ბოლო თვეა მარტო ზის, ბერიძესთან გაბუტულია და მაგასაც თუ დაადგნენ და გალახეს, მაგრად ვიკაიფებ.

ხმა არავის გაგვიცია, ბაკურაძემ დაგეგმა, დღის ბოლომდე არაფერი ვუთხრათ, მერე ბექაური რო მოვა ეგონოთ, რომ ყველაფერმა წყნარად ჩაიარა და მოულოდნელად მოვუტყნათ დედები ორივესო. დაჟე, თუ დღეს არ მოვიდა ის და ერთი ორი დღე არ გამოჩნდა, ამას ხელი არ დავაკაროთო.

მთელი დღე ხმა არ გაგვიცია ვაბშე. იჯდა თავისთვის, იყურებოდა აქეთ-იქით. ცოტა შეშინებული იყო. დადიანი რამდენჯერმე გავაკავეთ, ვერ ითმენდა, მარა ბაკურაძემ ტვინი მოტყნა, გინდა თუ არა ორივე უნდა ვცემოთო, თორე მერე მაგათ ერთად ვეღარ დავიჭერთო.

ბოლო ზარი როგორც კი დაირეკა, ბუკიამ ეგრევე ჩაალაგა ჩანთა და გავარდა. ბაკურაძემ, დადიანი გააყოლა უკან. ოღონდ არაფერი უთხრა, დაეწიე და ბექაურის ამბავი გამოკითხე, ასე უთხარი ფული მაქვს მოტანილი და იმის თვალწინ მინდა გადმოგცე, მერე რო რამე არ დამაბრალოთ კიდე-თქო. ვითომ ძაან შეშინებული ხარო. ჩვენზე უთხარი იმათ ვუთხარი, რომ დავეცი, აბა იმას ხო არ ვეტყოდი, რომ შენ და ბექაურმა მცემე-თქო.

დადიანი გავიდა თუ არა ჩვენს გავყევით ნელ-ნელა. სკოლის უკან გავიდნენ. ჩვენც მივყევით. რომ მივედით ბექაურიც იქ დაგვხვდა.

— ბიჭებს გაუმარჯოს! — მიესალმა ბაკურაძე.
— გაუმარჯოს! — ბექაურს თავი ისე ეჭირა, თითქოს არ შეეშინდა, მაგრამ თვალებში ეტყობოდა, რო მიხვდა, რო დაენძრა.
— აბა, რა ხდება ერთი, გამარკვიე, ბიჭო.
— და რა გაინტერესებს?
— ვა. შენ მაგარ გონორზე ხარ, ხო?
— შენც არ აკლებ.
— ერთი ეს მითხარი, კაცი სახლიდან გამოიყვანეთ და ცემეთ, რანაირი საქციელია ეგ? რა არის?
— და ის როგორი საქციელია, ბიჭო, კაცს რო ჩაგრავთ და ყოველდღე უმიზეზოდ შეურაცხყოფას აყენებთ, ფულის მოტანას ავალებთ, რომელ წესებზე მელაპარაკებით, ბიჭო?
— და შენ რა ინტერესი გაქვს?
— ჩემი ძმაკაცია, ძმაო, რას ნიშნავს რა ინტერესი მაქვს?
— შენი ძმაკაცია?
— ჰო.
ბუკია?
— ჰო!
— შენი ძმაკაცია?
— ჰო-თქო, ბიჭო! რა ვერ გაიგე?
— კაი. აბა ვნახოთ ერთი, თვითონ როგორ ფიქრობს. — ბაკურაძემ ბუკიას თვალი ჩაუკრა — ბუკია, შენ მაინც ჩვენიანი ხარ და არ მინდა რო გაგსისხლო. ზუსტად ვიცი, რო შენს პონტში ამ თემას არ იჩალიჩებდი და ამან აგაგდო, ჰოდა, ახლა გაძლევ შანსს რომ წახვიდე. და ამ ამბავს ჩავკლავთ ჩვენ შორის. თუ არა და სხვანაირად დავამთავრებთ, ხო იცი შენც?
— შენ შიგ ხო არ გაქვს, ბიჭო? სად უშვებ? — დადიანი გაბრაზდა და ის იყო ბუკიასთვის უნდა დაერტყა ბაკურაძემ გააჩერა.
— მაცადე, რა! ეს დედა მოტყნული! — დადიანი გაჩერდა და უკან დაიხია.
— ჰე, ბუკია, ბოლო შანსი გაქვს.

ბუკია თავჩახრილი იდგა. მერე ბექაურს ამოხედა, რამდენიმე წამი ერთმანეთს თვალებში უყურეს. ბუკიამ ისევ ჩახარა თავი და გატრიალდა, ორი ნაბიჯი გადადგა თუ არა ბაკურაძემ, საყელოში ჩაავლო ხელი და უკან გამოათრია. ბუკიას ხროტინივით ხმა აღმოხდა, თითქოს იხრჩობოდა.

— ამ დედამოტყნულის გულისთვის გიღირდა ეს ყველაფერი, დავით? — ცინიკურად იკითხა ბაკურაძემ. პასუხად ბექაურმა პირდაპირ სახეში გაუქანა მუშტი. ბაკურაძე მოულოდნელობისგან ჯერ შეხტა, მერე ჩაიკეცა. ამის დანახვაზე ბექაურს დადიანი ეცა და ძირს დაგდებას ცდილობდა. ბუკია თავისთვის იდგა და არ ინძრეოდა, მაგრამ კაჭარავამ მაინც შემოცხო სახეში. ცხვირიდან სისხლი წასკდა და რო ჩაიკეცა მერე წიხლიც დააყოლა. ამასობაში ბაკურაძე აზრზე მოვიდა და ორივე ბექაურს ვეცით. მარა ეს დედამოტყნული ვერაფრით ვერ წავაქციეთ, ფართხალებდა და ჯერ დადიანი მოისროლა გვერდით და მერე ბაკურაძეს დაუწყო ისევ ცემა. რაღა უნდა მექნა?! რაღაცა ქვა ეგდო იქვე, არც მიფიქრია ბევრი, ეგრევე დავავლე ხელი და სამჯერ ჩავარტყი თავში. მესამედ ცოტა ძლიერად მომივიდა, მგონი. გაჩერდა, წაბარბაცდა. შენი დედას შევეციო მომაგინა და დაეცა. მეთქი, ვის აგინებ, შე ნაბიჭვარო და დაცემულზე წიხლი მივეცი სახეში.

ყველა გაჩერდა, ბექაურს დასჩერებოდნენ.
— მოკვდა? — იკითხა ხმის კანკალით კაჭარავამ.
— კაი. წავედით.
— სად წავედით, შეჩემა, რო მოკვდეს მართლა?
— არ მოკვდება! — ბაკურაძე ბუკიასთან მივიდა, ჩაკუზული იჯდა ის ყლებავშვა და მგონი ტიროდა კიდეც, თმებში მოკიდა ხელი და თავი ისე წამოაწევინა. — მოკიდე შენს ყლე ძმაკაცს ხელი და წაათრიე აქედან, ან წყალი მოუტანე და მოასულიერე. თქვენი დედას შევეცი მე.

საღამოს სახლში ვიჯექი, კომპზე ვთამაშობდი. უცებ მამაჩემი შემოვარდა ოთახში.
— რა ქენით თქვე დედამოტყნულებო? მოკალით ბავშვი?
უცებ დავიბენი, ვერ მივხვდი რას ამბობდა. მერე უცებ გამახსენდა ყველაფერი და აზრზე მოვედი… ვითომ მოკვდა? უცებ თვალებში ჩამიბნელდა, მთელი სხეული გამიბუჟდა და მეგონა ვარწყევდი. ამ დროს მამაჩემმა გამომიქანა და სახეში სილა გამაწნა.
— შე დედამოტყნულო, ჰო გითხარი, არაფერი მძღნერი არ ჭამო-თქო! ახლა კიდე ეს შარი მინდოდა, შენი დედას შევეცი მე?
— რა შარი? რა იყო? — შემოვარდა დედაჩემი. მე ჩუმად ვიდექი, თვალები ცრემლებით მევსებოდა. არა, მამაჩემი ციხეში არ გამიშვებს, შანსი არაა! რა უნდა ვქნა ციხეში? მკვლელობაზე მაგრად თხოვენო, იმ დღეს ამბობდა ვიღაცა უბანში. ჩვენი უბნელი ტიპი დაიჭირეს, ვიღაცას გულში დაარტყა დანა და მაგრად დაენძრევაო, ამბობდნენ. მე რა უნდა ვქნა იქ? მომკლავენ ალბათ მეც! მარა მამაჩემი არ გამიშვებს ციხეში. სადმე წამიყვანს, ან ამერიკაში ან ევროპაში, სადმე, ოღონდ ციხეში არა!
— რა იყო და ამ დედამოტყნულმა, კიდე ამის ძმაკაცებმა, მაგათი დედას რო შევეცი მე სულ ყველასი. გალახეს თავიანთი კლასელი, ბუკია თუ ვიღაცა, რა ვიცი მაგის დედას შევეცი კიდე ზემოდან და რომელიღაცას ქვა ჩაურტყია თავში.
— ვისთვის, კაცო, გუგასთვის?
— არა, იმას ახლდაო ვიღაცაო.
— მერე ეს რა შუაშია?
— რა შუაშია და იქ ეგდო ესეც.
— რომელმა ჩაარტყაო?
— არ იციან. ის არ ამბობს, არ ვიციო. იმ მეორემ კიდე, არ დამინახავს, მე ცალკე მცემდნენ და ჩაკეცილი ვიყავი რო კიდე არ დაერტყათ და ვერ დავინახე რომელმა ქნაო.
— უიმე, შენ კიდე რას უყვირი მერე? იქნება არ ჩაურტყამს ამას? არ ჩაარტყამდა ეს.
— შენ ჩაარტყი? — მომიტრიალდა მამაჩემი.
მე ჩუმად ვიდექი და ხმას ვერ ვიღებდი. თვალები ცრემლით მქონდა სავსე და მგონი ვტიროდი კიდეც.
— მიპასუხე, შე დედამოტყნულო.
— ნუ უყვირი ბავშვს! დედიკო. შენ ჩაარტყი, შვილო?
მე უარის ნიშნად თავი გავაქნიე.
— ვინ ჩაარტყა აბა?
— არ ვიცი — ძლივს ამოვიღე ხმა და ისიც ისე ჩუმად ვთქვი, რომ ჩემი ხმა საერთოდ არ მესმოდა.
— რა არ იცი? რა მოხდა, მომიყევი ერთი ნორმალურად.
— მოდი, ბექა, დაჯექი, დედა და მოყევი რა მოხდა, ხო უნდა ვიცოდეთ შვილო.
დავჯექი. არ ვიცოდი რა მეთქვა. რა უნდა მომეყოლა. რო მეთქვა, რო მე ჩავარტყი მამაჩემი მომკლავდა.
დადიანი ცემეს ბექაურმა და ბუკიამ და ფულს ართმევდნენ, ოც ლარს. ჩვენ დადიანს გავყევით დასახმარებლად. მერე არ ვიცი. ჩხუბში რა მოხდა, უცებ დაეცა ის და აღარ ინძრეოდა და ჩვენ წამოვედით.
— სასწრაფოში რატო არ დარეკეთ?
— რა სასწრაფოში. რავი მე. მე მეგონა, რო პროსტა დაეცა ჩხუბის გამო.
— ოხ, შენი დედა მოვტყან! მერე?
— რა მერე. წამოვედი სახლში მე.
— და ვინ ჩაარტყა?
— არ ვიცი.
— და ვინ გგონია?
რა ვიცი მე ვინ მგონია. მე ჩავარტყი, მარა ვერაფრით ვერ ვეტყოდი. მომკლავდა!
— არ ვიცი. მგონი დადიანმა
დადიანმა?
— არ ვიცი ზუსტად, მარა ძაან გამწარებული იყო, სახლთან დახვდნენ მაგას და იქ ცემეს ძალიან მაგრად და ალბათ ეგ ჩაარტყამდა.
— ვინ არის ეგ დადიანი რას წარმოადგენს?
— რავი, კლასელია.
— და რატო გაყევი შენ ვიღაცას რაღაც ჩხუბში? რამდენჯერ უნდა გითხრა, შვილო, რატო არ გესმის. არაა ეგ ძმაკაცობა, მაგათმა იციან, რომ მამაშენი პარლამენტარია და მაგიტომ გეძმაკაცებიან, რომ რამე ასეთი რო მოხდება, მერე მე ვირბინო და ტრაკიდან გამოვაძრო ვიღაცებს სროკები. რატო არ მიჯერებ არც ერთ სიტყვას, შენი დედა მოვტყან მე! რა გინდოდა, სად მიეთრეოდი.
— აუ, რავი. წამომყევიო, მთხოვა და რა მეთქვა, მეშინია და არ წამოვალ-თქო?
— ხო, ხო, მასე უნდა გეთქვა. აბა ის ჯობია ახლა საციხოდ რო გაქვს საქმე?
— რატო აქვს საციხოდ, ეს რა შუაშია? კლასელს გაყვა დასახმარებლად. — ჩაერთო დედაჩემი.
— რას წარმოადგენს ეგ დადიანი?
— არაფერს. გაჭირვებული ოჯახია, მამამისი ლოთია, გაუბედურებული. დედა კარგი ქალია, მარა რად გინდა. შვილი კი გაუზრდია მკვლელად.
— შენ, ეგდები სახლში, შენი დედა მოვტყან. სკოლაში არ წაეთრევი. არც გარეთ გახვალ, არც კომპიუტერს მიეკარები. საერთოდ, ეგდები შენს ოთახში. მერე კიდე გადაგიყვან სადმე, სხვაგან.
— სად? — ამოვილუღლუღე.
— სადმე, გადავწყვეტთ უშენოდ.
— კარგი, დედიკო არ ინერვიულო შენ. მოგვარდება ყველაფერი, მთავარია შენ არაფერში ხარ დამნაშავე.

კაჭარავას მივწერე.
“რას შვები?”
“არაფერს. პანიკებია ჩემთან, სერიოზული. დედაჩემი ტირის და ერთ ამბავშია.”
“აუ, ჩემთანაც. მამაჩემმა კინაღამ მომკლა. სხვა სკოლაში უნდა გადაგიყვანოო.”
“ანუ გიგვარებს?”
“რას?”
“რას და ამას, რას?”
“მე რა შუაში ვარ?”
“აბა ვინაა შუაში?”
“შენ შიგ ხო არ გაქვს, მე რა შუაში ვარ, დადიანმა ჩაარტყა!”
“შენ, ბიჭო, ხო არ გამოყლევდი?”
“მე კი არა შენ გამოყლევდი!”
დადიანს აბრალებ, ბიჭო? ჩემი თვალით მაინც არ დამენახა!”
“ჰოდა, ჩაიჯვი, როცა არავინ გეკითხება!”
“აუ, მაგარი პროჭი ხარ!”
“იდი ნახუი რა!”

კომენტარები
8 ოქტომბერი 9 ოქტომბერი 10 ოქტომბერი 11 ოქტომბერი 12 ოქტომბერი 14 ოქტომბერი 15 ოქტომბერი 16 ოქტომბერი 17 ოქტომბერი 18 ოქტომბერი 19 ოქტომბერი 20 ოქტომბერი 25 ოქტომბერი