16 სექტემბერი 17 სექტემბერი 19 სექტემბერი 20 სექტემბერი 4 ოქტომბერი

ჩანაწერი #10 გუგა ბუკია: პირველი ნაბიჯი

ორი კვირაა სკოლაში არ ვყოფილვარ. ყოველდღე ვაცდენ და პაკოსთან და ლევანასთან ერთად ვდვიჟენიობ. ცოტა მეშინია, ჩემებს არ დაურეკონ და არ უთხრან რო არ დავდივარ. ჯერ-ჯერობით არ რეკავენ, მარა იმინა ყოველდღე იზრდება მაგის შანსი. ზეგ ორშაბათია და წავალ ალბათ. თორე უეჭველი დარეკავენ.

ძაან ყლეობა მოხდა. კაროჩე. დათო ბექაური იყო გამოსული. ამოვიდა ჩემთან და მეთქი ან მაგას ან მე რამე არ გვითხრან და მესამე სართულზე ავედით კიბეებზე და იქ ვლაპარაკობდით. მაინც მოგვაგნო ბაკურაძემ. რავი, რაღა მაინც და მაინც მაშინ მოუნდა იქ ამოსვლა. ვაბშე ხმა არ ამოუღია, დათოს გაეჭიმა პროსტა და ამან ხელი კრა, ის კედელს დაეჯახა და თავი მიარტყა. რატო აბლატავებ ამ დედამოტყნულებსო, ჩხუბი დამიწყო. ის ჩავარდა ეგრევე კლასთან და დადიანი, რაზმაძე და კაჭარავა ამოიყვანა. დაიწყეს ჩხუბი. მე ვაშველებდი. მერე რომელიღაცამ ხელი მკრა, დავეცი და აღარც ავმდგარვარ. დათო გაიგდეს და მაგრდ ცემეს. ბოლოს გინებ-გინებით წავიდნენ. დათოს ხმა არ გაუცია, წამოდგა და წავიდა. იმის მერე არ გამოჩენილა, არც დაურეკავს, არც მოუწერია. მაგრად გაუტყდა.

პირველი კლასიდან ვძმაკაცობთ. ჩვენ რომ დავმეგობრდით, ჩვენი მშობლებიც დამეგობრდნენ და ხშირად მივდი-მოვდიოთი ერთმანეთთან. ხშირად ვრჩებოდი მე მასთან, ის — ჩემთან. ზაფხულშიც ერთად დავდივართ ხოლმე დასასვენებლად.

შარშანწინ მამამისი რომ გარდაიცვალა ჩემთან რჩებოდა, სხვაგან არ უნდოდა, არც ბებიამისთან, არც ნათესავებთან. დედაჩემიც და მამაჩემიც სულ ეფერებოდნენ და ანუგეშებდნენ და მშვიდად იყო. იმდენს აღარ ტიროდა. მერე სახლი გაყიდეს და საბურთალოზე გადავიდნენ ბებიასთან. დედამისმა აქედან ვერ გატარებო და იქვე ახლოს გადაიყვანა სკოლაში.

ეგ რო დაეტოვებინათ და ჩემთან ერთად ყოფილიყო, დადიანი და ბაკურაძე ვერაფერს მიზამდნენ.

ერთხელ, მაგასთან ვიყავი სკოლაში ასული. ვაბშე არავის აბლატავებს. ერთი ბიჭი გალახა მე რო იქ ვიყავი. ეს ბიჭი, მეორეს ცემდა და ჩაგრავდა და ამან რო დაინახა ეგრევე მივარდა და მაგრად ცემა. მერე გაიყვანა, ებაზრა, თვითონაც შეურიგდა და იმ ბიჭსაც შეარიგა.

დათოსთვის არ მითქვამს, რო სკოლაში ასე ცუდად მექცეოდნენ. იმათაც არაფერი უთქვამთ, სულ ვარიდებდი ხოლმე როცა მოდიოდა. კი გვხედავდნენ ერთად, მაგრამ ვახერხებდი მოტეხვას. მერე ეტყობა ჩათვალეს, რო რადგან მე მეძმაკაცებოდა, ესეც არაფერს წარმოადგენდა და მაგიტომ გაეჭიმა ბაკურაძე.

დღეს სახლში ვიყავი მთელი დღე, გარეთ არ გავსულვარ, ვეგდე ჩემთვის. დედაჩემმა დამიძახა, დათო მოვიდაო. უთხარი, სახლში არ ვარ-თქო. მარა მაინც არ გაჭრიდა, დედაჩემს დიდი ხანი არ ენახა და მონატრებული ყავდა. მე არც ავმდგარვარ, თავი მოვიმძინარე. ცოტა ხანში კარი შემოაღო და შემოვიდა. კედლისკენ ვიყავი გადაბრუნებული, მაგრამ მივხვდი, რომ დათო იყო.

— დიდხანს უნდა იწვე მასე? — პასუხი არ გამიცია. — მიდი ადე! გამო გარეთ, სალაპარაკო მაქვს.
— უნდა მცემო?
— სულ გამოყლევდი შენ? ადე, ადე.

ჩემს ქუჩაზე რომ პატარა სკვერია იქ ჩავედით.

— მომიყევი რა ხდება.
— რაზე?
— რაზე და კლასში რა ხდება და რატო აბლატავებ მაგ ყლეებს. რა იყო კაცობა დაიწყეს უკვე?
— რავი.
— რა რავი, ბიჭო. მომიყევი ყველაფერი თავიდან ბოლომდე.
— აუ, რავი, რაღაც ჩხუბი მოგვივიდა ადრე და იმის მერე მასეა.
— როგორ?
— აუ, კაი რა, მიტყდება.
— რა გიტყდება, შენ შიგ ხო არ გაქვს, მე თუ მიმალავ აბა ვის უნდა მოუყვე?
— არ გიმალავ.
— აბა რას შვები?! თან რაღაცები ვიცი უკვე, ნათიას ვებაზრე. მარა შენგან მაინტერესებს.

თავჩახრილი ვიჯექი და ხმას არ ვიღებდი.

— კაი, ნამუსზე აგაგდო მაინც და მაინც? იმ დღინდელი საქციელის გამო? ჰო, ვიცი რო რაღაც ნიტოა და მაგიტომ გააკეთე ეგეთი რამე და მომიყევი, ეს დედამოტყნული.
— კარგი.
— მიდი. გისმენ.
— მოკლედ, შარშან, რაღაცა პატარა ჩხუბი მომივიდა ბაკურაძესთან და დადიანთან. ისეთი არაფერი, ჩვეულებრივი რაღაცა, რა. ნუ მეთქი, ვსიო, მორჩა, ვიჩხუბეთ, მერე დავიშალეთ. მომერიენ, მარა ნუ, მეთქი, მერე რა. ჰოდა, მაგ დღის მერე ტვინს მიტყნავდნენ რაღაცებზე, სულ პატარ-პატარა ჩხუბები მოგვდიოდა, ზოგჯერ არ ვყვებოდი ხოლმე, ვიკიდებდი. რაღაც პონტში მეშინოდა, კიდე მცემენ-თქო და თავს ვარიდებდი. მერე ერთხელაც, შეკრებილები ვიყავით ბიჭები და ბაკურაძემ თქვა ჩემზე, რო აიო, ბუკია ყლეაო და მე არ დავარტყი. ვიდექი ეგრე ყლესავით… და მერე და მერე დაიწყეს უკვე ყველამ და ვეღარ გავქაჩე.
— და რატო არ მითხარი?
— რავი. თან შემრცხვა და თან შემეშინდა…
— რისი?
— რავი, რო დამშორებოდი?
— აუ, მაგარი დებილი ხარ!
— ვიცი.
— კაი და რას გიკთებენ ხოლმე? გცემენ? გაგინებენ?
— ორივე. და ახლა კიდე, დადიანმა ფულის მიტანა დამავალა. 20 ლარი მივუტანე, კიდე 80 დამრჩა მისატანი.
— მაგას შიგ ხო არ აქვს, რა პონტში დაგავალა?
— რავი, მჭირდება და მომიტანო.
— კაი, სად ცხოვრობს იცი?
— ვინ?
— ვინ და დადიანი.
— კი. რა იყო?
— კაი, წავედით.
— სად?
დადიანთან.
— რა გვინდა დადიანთან.
— რა გვინდა და გამოვათრევ გარეთ. გავაიასნებთ, რომ არანაირი ფული არ გაქვს მისატანი, იმ 20 ლარსაც მოვაჯმევინებ უკან, როგორც წაიღო და ერთი ორს წავადებთ.
— გაგიჟდი?
— ახლა, პროსტა ნერვი არ ამიშალო, თორე ბოზისშვილი ვიყო თუ მაგრად არ გცემო.
— და მერე რა ვქნა, სკოლაში არ ვიარო?
— რატო არ უნდა იარო?
— რატო და ისედაც არ მივლია ორი კვირაა. კიდე რო არ მივიდე დარეკავენ ჩემებთან, გამომაგდებენ და დამენძრევა. რა ვუთხა დედაჩემს და მამაჩემს, რატო არ დავდიოდი-თქო? იმინა ტვინი უნდა მიტყნან ორივემ.
— კაი და რატო არ უნდა იარო?
— იმიტომ რო, რო მივალ სკოლაში, მცემენ და უარესს მიზამენ.
— ყლეს ვერ მოგჭამენ! წამო.

დადიანი თავის უბანში არ იყო. გამიხარდა, თორე იქ მაგის უბნელებიც იქნებოდნენ და იასნია ორივეს მაგრად გვცემდნენ. ვიფიქრე გადავრჩი-თქო და წავალთ, მერე კიდე დაავიწყდება-თქო, მარა გინდა თუ არა წამო სახლში დავადგეთო ან ნომერი გაიგე და დავურეკოთო.

— არ აქვს ტელეფონი მაგას.
— რატო?
— რავი. არ აქვს, არ ყიდულობენ მშობლები.
— უჭირთ?
— ალბათ, რავი მე.
— კაი, სახლის ნომერი გაიგე.
— სახლის ნომერი საიდან გავიგო?
— ვინმე ხუთოსან გოგო დაურეკე და გაიგე. მაგათ ყველას და ყველაფრის ნომერი უწერიათ.
— კაი. — გოგიბერიძეს დავურეკე და იმან ეგრევე მომიმესიჯა დადიანის სახლის ნომერი.
— დაურეკე.
— მე ვერ დავურეკავ…
— მომე ტელეფონი — დათომ ტელეფონი გამომართვა და დადიანთან დარეკა. — გამარჯობა, ლაშა მინდოდა, თუ შეიძლება? კლასელი ვარ. მადლობა. — ლაშამ უპასუხა — ლაშა, მიცანი? ჰო, ბექაური ვარ. აგერ შენს სახლთან ვარ და ჩამო ერთი, საბაზრო მაქვს. კაი, მიდი.
— რაო?
— მოდის.
— აუ, არ გინდა რა. ისე ებაზრე რა, არ დაუძაბო.
— ბიჭო… ნერვებს ნუ მიშლი!
დადიანი რამდენიმე წუთში ჩამოვდა.
— რა ბაზარია აბა? — ცოტა შეშინებული მომეჩვენა.
— აქ არ გვინდა, სადმე მოტეხილი ადგილი არაა?
— კი, წამო. — იქვე რაღაც მიტოვებული შენობის ეზოში შევედით. — აბა, გისმენთ. რამე პრეტენზია გაქვთ?
— კი, მეც მაქვს და აგერ გუგასაც.
— იმ დღის ბაზარია?
— მარტო იმ დღის არა. ვაბშე, ყველაფრის.
— რა ყველაფრის?
— კაროჩე, ამ კაცს, ძმაო, შენთან არანაირი ფული არ აქვს მოსატანი. ეს ერთი და მეორე, ამის მერე, იმინა ზედმეტ სიტყვას არ ეტყვით არც შენ და არც შენი ძმაკაცები, გასაგებია?
— და რო ვუთხრათ რას იზამ, რო?
— კაი და რატო უნდა უთხრა? რამე მიზეზი გაქვს? თუ უმიზეზოდ კაცის ჩაგვრა გისწორდებათ?
— მეტი რა მიზეზი გინდა, ძმაო, ყლეა!
სიტყვა არ ჰქონდა დამთავრებული დათომ ეგრევე მუშტი ხია ცხვირში. დადიანი დაიბნა, ორი ნაბიჯი გადადგა უკან, ცოტა აზრე მოვიდა და დათოს წიხლი ჩაარტყა. ეს ეგრევე მივარდა, ჯერ მუცელში დაარტყა რამდენჯერმე, მერე ძირს დააგდო, დაიხარა და საყელოში ჩაავლო.
— დედებს მოგიტყნავთ იცოდე, ამას რო რამე ზედმეტი უთხრათ კიდე. და ის 20 ლარი მოჯვი, როგორც წაიღე, შე თესლო ბავშვო, გაიგე? იცოდე, ორშაბათს სკოლის მერე გნახავ და ძვლებში დაგლეწავ მოტანილი თუ არ გექნება. — ხელი გაუშვა და ჩემკენ წამოვიდა. — შენი ბრალია ეს სირები რო ამდენს ბედავენ, რო იცოდე.
— მე რა შუაში ვარ?
— შენ აძლევ მაგის უფლებას და მაგიტომ.
— რის უფლებას, ბევრნი არიან და მერევიან.
— არაუშავს. აწი ნახონ.

დადიანი წამოდგა, სახე და ტანსაცმელი სულ დასვრილი ჰქონდა. შარვალი გაიბერტყა.

— აუ, შენ ხო დაგენძრა ბექაური, მარა შენ ბუკია! შენ თუ მთელი ცხოვრება ტყვნაში არ გამყოფო, მიყურე.
— მიდი! — მიბრძანა დათომ.
— სად?
— ცემე!
— ვერ მოვერევი.
— რასაც მოერევი ცემე, თორე მე გცემ.
— არ გაბედო, ბუკია, თორე გამზრდელს მოგიტყნავ. — მივვარდი და მთელი ძალით ჩავაზილე წიხლი მუცელში. ერთი ამოიბღავლა და ჩაიკეცა. ჩაკეცილზე ერთი წიხლი კიდე ამოვკარი, მკერდიში მოხვდა და გადავარდა. დათო დავარდნილზე ცემის უფლებას არ მომცემდა, მაგრამ სანამ გამაჩერა ერთხელ სახეში და ერთხელ მუცელში ჩარტყმა მაინც მოვასწარი. დადიანს ცხვირიდან სისხლი სდიოდა.
— ორშაბათს გნახავ. — მიაძახა დათომ, ხელი გადამხვია და წამომიყვანა.

— მაგრად დამენძრევა — ვუთხარი ეზოდან რო გამოვედით.
— არაუშავს, ერთი ორს წაგადებენ, შენც წაადებ, მეც მოგეხმარები და მორჩება ეს ამბავი. ისედაც გცემდნენ და აზრი?
— ჰო, ეგეც მართალია.
— მარა სკოლაში მაინც ნუ მიხვალ ეს დღეები.
— ბიჭო, დარეკავენ და დამენძრევა.
— კაი, მიდი მაშინ და მოვიფიქრებთ რამეს. მეც ამოვალ.
— აზრი? იქ მაინც ორივეს მოგვერევიან.
ბერიძე არ დაგიდგება?
ბერიძის დედა მოვტყან.
— რატო?
— პროჭია, ბიჭო! ვითომ მეძმაკაცება და ამ დროს ამათთან რაღაცებს ბაზრობს ჩემზე და მერე ესენი რო ტვინს მიტყნავენ ხმასაც არ იღებს.
— იასნა. კაი. არაუშავს. მოვახერხებთ რამეს. მშიშარა ყლეები არიან ბიჭო ესენი. ეს ნახე რა ბულკივით იქნება.
— არ იქნება. პირიქით, მაგრად გამწარებულია და იმინა თავს შეგვაკლავს.
— შეგვაკლავს და შეგვაკლას, მოსტყვნია პატრონი.

დათო სახლთან დამემშვიდობა. დედაშენს უთხარი, რომ ვეღარ ამოვედი და ჩემს მაგივრად ბოდიში მოუხადე და გადაეცი, რომ დავემშვიდობეო. შენ კი არ ინერვიულო, ყველაფერს მოვაგვარებთო.

კაი ხანია ასე კარგად არ ვყოფილვარ. იმენა მთელი ბოღმა ამოვანთხიე. პროსტა, მართლა მაგრად დამენძრა. მარა ხვალის თემა ხვალ იყოს. დღეს იმენა გაასწორა.

კომენტარები
6 ოქტომბერი 8 ოქტომბერი 9 ოქტომბერი 10 ოქტომბერი 11 ოქტომბერი 12 ოქტომბერი 14 ოქტომბერი 15 ოქტომბერი 16 ოქტომბერი 17 ოქტომბერი 18 ოქტომბერი 19 ოქტომბერი 20 ოქტომბერი 25 ოქტომბერი