16 სექტემბერი

ჩანაწერი #1 თორნიკე ბერიძე

დღეს დავაგვიანე. კლასის კარზე დავაკაკუნე და შევაღე.

— გამარჯობა, მას. შეიძლება?
— გამარჯობა, ბერიძე. რატომ აგვიანებ?
— დაბადების დღე მქონდა, მას, გუშინ და…
— ნაბახუსევზე ხარ?
— არა, მას. აღარ ვსვამ, ამ ბოლო დროს ღვიძლმა დამისტუკა, მას.

ბავშვებს გაეცინათ. ევასებათ ჩემი ხუმრობები.

— სახუმაროდ გაქვს საქმე ბერიძე? დაბრძანდი და მოემზადე შემდეგი შენ იქნები დაფასთან.
— დიახ, მას.

ჩემს მერხთან მივედი, ჩანთა სკამზე გადავკიდე და დავჯექი. სკოლა სანამ დაიწყებოდა დედაჩემს ვეხვეწე, “პაპკა” მიყიდე-თქო, მაგრამ ჯერ ადრეაო, ვერ ხედავ მარტო უფროსკლასელებს აქვთო? რაღა დარჩა-თქო, მარა არაო. თვითონაც ვიყიდდი, მაგრამ ძაან მეზარება დილას სახლიდან გამოსვლის მერე ჩანთიდან წიგნების გადმოლაგება და მოსვლისას — გადალაგება. მეცხრე კლასიდან უკვე მოსული პონტია. მანამდე არაო. 

— გუშინ შენთან იყვნენ ესენი? — მკითხა ბუკიამ რო დავჯექი. ბუკია უკვე მესამე წელია ჩემს გვერდით ზის. ჩემი ძმაკაცი არაა, მაგრამ ვემეგობრები. ყლეა და ყლესთან ძმაკაცობა არ შეიძლება. ყლის ძმაკაციც ყლეა. ბაკურაძემ და დადიანმა ცემეს შარშან და იმის მერე ჩაყლევებულია. მაგრამ ძალიან კარგი ტიპია ისე. სულ ვღადაობთ ხოლმე ვიღაცებზე. მასწავლებლებს ვეკაიფებით ხოლმე. ჩემთანაც მოდის ხანდახან. სკოლაში ერთად მოვდივართ. გზაზე ცხოვრობს, გამოვუვლი ხოლმე და მოვდივართ. სკოლის მერე მარტო მიდის. მე ბიჭებთან ვრჩები, ამას არ უშვებენ. ნუ, კი უშვებენ, მარა მერე ტვინს უტყნავენ და მეცოდება. ჰოდა, სულ ვჩალიჩობ, რომ მოვტეხო და სახლში წავიდეს.
— კი.
— მე რატო არ დამპატიჟე?
— დაგირეკე და არ იყავი სახლში.
— სულ სახლში ვიყავი. არც დედაჩემს უთქვამს, თორნიკემ დაგირეკაო.
— დაგპატიჟებდი, მარა ხო იცი არა?
— რა? ამათთან გიტყდება, ხო?
— არა. არ მიტყდება. პროსტა, ხო იცი, მერე დაგიწყებდნენ რაღაცებს. — ახლა დამეგრუზება. სულ ასე იცის. თვითონაც იცის რატომაც არ ვპატიჟებ და არ მიმყავს არსად ამათთან ერთად, მარა იმენა ევასება რო თავი დამნაშავედ მაგრძნობინოს. კია ღირსი ერთხელ მეც დავიგდო და ნახავს მერე.

— ბერიძე, დაფასთან
— არ ვიცი, მას.
— რატომ, ბერიძე?
— ვერ მოვასწარი.
— დაჯექი. დაბადების დღის საჩუქარი იყოს, დღეს ორიან არ დაგიწერ. მაგრამ ხვალ გამოგიძახებ და თუ ისევ ვერ მიპასუხებ, დღევანდელზეც და ხვალინდელზეც ორიანს ჩაგიწერ. გასაგებია?
— გასაგებია, მას.

— მაინც დამიწყეს. — ასეც ვიცოდი. დაიწყებს ახლა.
— რა დაგიწყეს?
— დამირეკეს შენგან და მეკაიფებოდნენ.
— ვინ?
— მე რა ვიცი ვინ. შენ იქ არ იყავი?
— არ ვიცი, მე ტელეფონზე დარეკვები არ მევასება, ხო იცი.
— მაგათ არ იციან ჩემი ნომერი ზეპირად, შენთან იყვნენ და შენ მისცემდი.
— არ მიმიცია მე და ნუ მომიტყანი ტვინი რა. თუ რამე გინდა მიდი და უთხარი.
— ყლეები არიან.

შესვენებაზე ეგრევე ყველა მომესია. დადიანმა ბუკია ააგდო და გვერდით მომიჯდა.

— ჰე, რა ქენი, ძმობას გაფიცებ.
— არაფერი.
— რა არაფერი, შეჩემა, ღადაობ?
— ინერვიულე და არ აგიდგა, ხო? ძმობას გაფიცებ. — ბაკურაძემ და დადიანმა ხელი ჩაარტყეს და გაიცინეს.
— არა, არ წამიყვანეს.
— რატო, ბოზისშვილი ვიყო?
— მამაჩემმა მოტყნა ტვინი. ბიძაჩემი მექაჩებოდა, დავაი დაბადების დღის საჩუქარი გავუკეთოთო და წავიყვანოთო. მამაჩემმა არაო, 13 თარსი რიცხვიაო და შემდეგზე წავიყვანოთო. თან ჯერ პატარააო.
— აუ, კაი რა, ბოზისშვილი ვიყო.
— აუ, დებილი ხარ ტო, შენ უნდა გეთქვა რამე, შენს ძმობას გეფიცები.
— რა მეთქვა, მამი, მამი მუტლებში წამიყვანე-თქო?
— კაი, რა უნდა ეთქვა, შეჩემა, იმ დღეს ამასთან რო დავრჩი, რაღაც კინოს ვუყურებდით და ზასაობის სცენაზე კახამ ოთახიდან გაგვყარა, ბოზისშვილი ვიყო.
— რა უნდა ეთქვა და მე აგერ ორი თვით ადრე დავიწყე მაგ თემაზე ლაპარაკი. იმ დღესაც შევუყვანე მამაჩემს. მეთქი, კლასში ყველა იყო უკვე ამ ზაფხულს, მარტო მე დავრჩი ასე-თქო და წამიყვანე-მეთქი.
— არ გიტყდება, შეჩემა? მე შანსი არაა, კახას ეგეთ რამეს ვერ ვეტყვი.
— ვერც მე ვეტყვი მამაჩემს. კი, ჯიგარია, მარა სვანია მაინც რამე არ გადაუტრიალდეს თავში, მხეთქოს.
— რა უნდა გხეთქოს, შეჩემა, პიდარასტი ხო არ ხარ, ქალებში წამიყვანეო მაგას ეუბნები.
— მაინც პატარა ვარ ჯერ მაგაზე საბაზროდ.
— ჰოდა, თუ პატარა ხარ, წადი და ქაუნთერი ითამაშე. მაინც მაგაზე ხარ მთელი დღე ჩამძორებული.
— და რაო მერე მამაშენმა, ეგ რო უთხარი.
— რაო და კაცურად გამიგო, ძმაო. რაზეაო, შვილო ლაპარაკიო, პროსტა მე ვერ წაგიყვანო, რაღაცნაირად მიტყდებაო. აგერო, ვატოს ვთხოვო, ჩემი მეზობელი რომაა, მოგცემთ ფულს ორივეს და წადითო.
— ვა, რა ჯიგარია. — დადიანმა ცოტა მოიწყინა. ეგ და ბაკურაძე ისეთი ძმაკაცები არიან უეჭველი ერთად დავაჟკაცება ექნებოდა ჩაფიქრებული, იმან კიდე უღალატა. ბაკურაძემ როგორც კი შეამჩნია, რომ დადიანი დაიგრუზა, მაშინვე იპოვა გამოსავალი.
— ფულს თუ გაჩითავთ წაგიყვანთ თქვენც. — მე და დადიანს გადმოგვხედა.
— მართლა?
— ჰო, აბა, შეჩემა, რა გეგონა ასე დაგტოვებდი? — მერე სხვებს მიუტრიალდა. — ოღონდ ძმებო, დანარჩეებს არ გაგიტყდეთ, რა. ოთხი კაცი მივდივართ. მეტი ეხლა ექსკურსია ხო არაა. თუ რომელიმე ფულს ვერ გაჩითავს ან ვერ წამოვა, ჩაენაცვლებით და ეგ იქნება, რა.
— კლასის ორგანიზატორი უნდა იყო, შეჩემა. — სიცილით შეაქო დადიანმა. სულ მასე მოსდის, რაღაც რომ გაუხარდება და ბედნიერია ყველაფერზე იცინის, სულ რომ სატირელი იყოს. — და რამდენი გვინდა?
— ბიჭო, რავი, ასე ას ლარამდე მგონი რა.
— ასი?
— ჰო, აბა 20 ლარიან პუტანკებში გინდა წასვლა?
— ოც ლარად, შეჩემა, აგერ ტოროშელიძე აღარ მიგიკარებს. — წამოიძახა რაზმაძემ.
— კაი, ტეხავს, ბიჭო, რა გაყვირებს? არ გაიგოს.
— გაიგოს, რა, არ იცის? ბრელოკებს მიუტან და ისეთს გათომარებს, რო შეიძლება გამოყლევდე. მე ორი ცალი ვაჩუქე და დაჟე სკოლის უკან მეზასავა მერე.
— კაი, მოკლედ, 100 ლარი და ეგაა, ძმაო. ორი თვე გაქვთ ასაგროვებლად. რა ჩემი ფეხებია, კაი რა.
— დავიხმარ კიდე სასტავს მაგაში, შენ არ ინერვიულო.
— კაი, როგორც გინდა.

ბიჭები დაიშალენ და თავ-თავიანთ მერხებს მიუსხდნენ. ბუკია კარებთან იყო ატუზული, დადიანს ელოდებოდა როდის ადგებოდა და დასვამდა.

— კაი, ადე ახლა დასვი, ცოდოა.
— ცოდო არა ის. რაო, გუშინდელზე რამე ხო არ გკითხა შენ?
— კი. დამეგრუზა.
— აუ, გააჯმევინე რა. ვაბშე რატო გიზის აქ? თუ გეცოდება და ვერ ეუბნები, მე მითხარი და გადავსვამ.
— შეეშვი.
— კაი, გყავდეს მაშინ. — დადიანი ადგა და თავის მერხისკენ წავიდა. ბუკიაც დაჯდა თუ არა დადიანი მობრუნდა, პასტა არ მაქვსო და წაართვა.

— რამე პრეტენზია ხო არ გაქვს, ბუკია?
— არა.
— ძალიან კარგი. ხვალ კიდე ორი წამოიღე. ამას დავკარგავ დღეს, ჩემი ამბავი რო ვიცი.

— აი, ერთ დღესაც ამოუვა ყელში და რო დაგერევათ მერე ნახე. არა? — იდაყვი მივარტყი ბუკიას. ჩაეცინა.
— ე, როგორ ჩაიცინა ნახე, ძმობას გაფიცებ? რა იყო ბიჭო? რამეს ხო არ აპირებ?
— აი, დღეს მაგალითად სულ ყლეები გეძახათ. — არ ვიცი რატომ ვუთხარი. ხო ვიცი რომ ძალიან მაგრად სცემენ. მერე ეს ისევ გამებუტება და ახლიდან უნდა შემოვირიგო. ვაბშე, ან რატო ვემეგობრები ან რა მინდა, იმენა ტვინს მიტყნავს და თან სულ ასე ვამწარებ ხოლმე. რამეს იტყვის ამათზე, მე ამათ ვეუბნები, მერე ესენი ცემენ, ეს ისევ მეტენება. ახლაც ისეთი თვალებით შემომხედა, ძაან გაუტყდა.
— რაო?
— რაო და მაგარი ყლეები არიან, რომ მირეკავდნენ და მეკაიფებოდნენო.
— აუ, შენ თუ არ დაგასისხლიანო, შე ნაბიჭვარო ბავშვო, პროსტა. მოიცა. - დადიანი ბაკურაძეს მიუჯდა. რაღაც გადაულაპარაკა, მერე ორივემ ჩვენკენ გამოიხედეს.
— რატო უთხარი?
— კაი, რა იყო შეჩემა, გავიხუმრე. არ გეტყვიან არაფერს.
— ყოჩაღ! ძაან მაგარი მეგობარი ხარ.
— რა გინდა, შენ? რატო შემეცი?
— გააჯვი რა.

ზარი დაირეკა თუ არა მეკოსთან გავედი. მაგათი კლასი მეორე სართულზეა. წელს გადაიყვანეს. მანამდე ჩვენ გვერდით იყვნენ. პირველ დღეს, სკოლაში, რომ მოვედით და აღმოაჩინა, რომ ჩემ ახლოს აღარ იქნებოდა იტირა. ძლივს დავამშვიდე. დედაჩემს ვეტყვი, რომ თქვენთან გადმომიყვანოსო. უთხრა, მაგრამ არ გადმოიყვანა. ყველაზე სუსტი კლასია ეგ და შენც გაგაფუჭებენო. რომ ჩავედი ეგრევე ჩამეხუტა. ჩვენს ადგილზე წავედით. დერეფნის ბოლოს, ფიზკულტურის კაბინეტის გვერდით ვსხდებით ხოლმე ფანჯრის რაფაზე და ვლაპარაკობთ.

— რა ქენი გუშინ?
— არაფერი. რა უნდა გვექნა, თქვენ რომ წახვედით მალევე დავიშალეთ.  
— სულ სახლში იყავით?
— ჰო, აბა სად უნდა წავსულიყავით? 
— რავი.
— სახლში ვიყავით, მერე მამაჩემი და ბიძაჩემი წავიდნენ მერე სადღაც და მარტო რომ დავრჩით აიტეხეს ამათ დავლიოთო, ღვინო მოიპარეს და ძაან გატყვრენ.
— შენც დალიე?
— არა. ცოტა. ბევრს ვერ დავლევდი, მერე დედაჩემი მეჩხუბებოდა. თან კასრაძემ ყანწი მოიყუდა და ეგრევე ცუდად გახდა, მერე ჩემთან ტუალეტში არწყევდა. დედაჩემმა ეგრევე ყველასთან დარეკა და მოვიდნენ და წაიყვანეს. 
— ფუ! რა დებილები არიან რა! 
— არაუშავს, პირიქით, კასრაძეს ახალი თემა აქვს და სულ მაგაზე ეკაიფებიან ბიჭები. 
— საჩუქრები? 
— კარგი საჩუქრები იყო, მაგრამ ყველაზე მეტად შენები მომეწონა.
— მართლა?
— მართლა.
— მარა მგონი რაღაც არ ხარ კარგ ხასიათზე, დაიღალე?
— არა, მშვენიერ ხასიათზე ვარ?
— არ ხარ! 
— საიდან მოიტანე?
— იქიდან, რომ გეტყობა!
— აუ, არაფერი. პროსტა, რაღაც ფული მჭირდება რა. 
— რისთვის?
— არაფრისთვის, დაიკიდე. 
— რატო მიმალავ?
— არ გიმალავ, შენ თავს ვფიცავარ. პროსტა, რაღაცა ფული მჭირდება, თან ეხლაც არა, ორ თვეში. 
— კარგი, არ მეუბნები და ნუ მეუბნები. რამდენი უნდა შეაგროვო?
100 ლარი.
— გინდა მოგცე?
— რა?
— რა და ფული, დებილო.
— რა ფული უნდა მომცე, ვერ ხარ შენ?
— ჰო, რა მოხდა. მაქვს. ახლა 60 ლარამდე მაქს შეგროვებული და ორ თვეში ასზეც ავალ და მეტზეც. მე შეგიგორვებ და მოგცემ.
— არა!
— რატომ? — მიამიტად მკითხა.
— რატო უნდა მომცე შენ ფული? როდის გინახია, რომ გოგოები ბიჭებს აძლევდნენ ფულს. მე თვითონ ვიშოვი, შენ შეინახე ეგ ფული.
— და რა მოხდა, რისთვის მინდა აბა ეს ფული?
— მოხდა და მე რა ვიცი რისთვის გინდა? რისთვისაც აგროვებდი იმისთვის შეინახე.
— არ გინდა და ნუ გინდა. იყავი მაშინ ეგრე. დებილო. — წამოხტა და კლასისკენ გაიქცა.
— სად გარბიხარ, გოგო? დებილი ხო არ ხარ შენ? რაზე მიჭედავ.

ხმა არ გაუცია.

კლასში რო ავედი ზარი უკვე დარეკილი იყო. ბუკია ნამტირალევი თვალებით იჯდა და წიგნში ჰქონდა თავი ჩარგული. ხმა არ გაუცია. არც გამოუხედავს. დადიანი და ბაკურაძე წამოკოტრიალებულები ისხდნენ მერხთან, რო დამინახეს რო ვუყურებდი ბუკიაზე მანიშნეს, ვცემეთო.

— მაგას თუ ჰგონია ეგრე ადვილად გამოვა, ძალიან ცდება — დადიანმა თვალი ჩამიკრა.

მასწავლებელი შემოვიდა. ყველა ფეხზე ავდექით. ბუკიამ თვალები სახელოებით გაიწმინდა, მასწავლებელს რომ არ შეემჩნია.

— დღეს ჩემთან ამოდი. მამაჩემმა ახალი თამაშები მომიტანა გუშინ და ვითამაშოთ ცოტა ხანი. და მერე ერთად ვიმეცადინოთ. — ვუთხარი, რომ დავსხედით. არ მიპასუხა. — არ გინდა?
— ყლე ხარ, ბერიძე და იდი ნახუი.
უცებ ძალიან გავბრაზდი და თავში ძლიერად წამოვარტყი. ვეღარც იმან მოითმინა, ადგა და წიგნი ჩამარტყა.

— ე! ეს რამდენს ბედავს. ტო. — დადიანი წამოხტა და ჩვენკენ წამოვიდა.
დადიანი დაეგდე ადგილზე. — გააჩერა მასწავლებელმა. — ბერიძე. გაეთრიე კლასიდან.
— ბოდიშით, მას.
— არ მინდა მე შენი ბოდიში. გაეთრიე კლასიდან.
— სულ წავალ მას. — ჩანთა ჩავალაგე და კარისკენ წავედი.
— მიბრძანდი, სულ ნუ მოთრეულხარ უკან. ხვალ მშობელს მოიყვან, ბერიძე!
— ჰო, გითხარი, ნუ ათამამებ მეთქი, ბიჭო! — დადიანის ხმა მომესმა კარის გამოკეტვამდე.

კომენტარები
17 სექტემბერი 19 სექტემბერი 20 სექტემბერი 4 ოქტომბერი 6 ოქტომბერი 8 ოქტომბერი 9 ოქტომბერი 10 ოქტომბერი 11 ოქტომბერი 12 ოქტომბერი 14 ოქტომბერი 15 ოქტომბერი 16 ოქტომბერი 17 ოქტომბერი 18 ოქტომბერი 19 ოქტომბერი 20 ოქტომბერი 25 ოქტომბერი